მამუკა გიორგაძე:-"მთავრობამ "ნაციონალებს" მისცა რეაბილიტაციის და გულისამაჩუყებელი წერილების გავრცელების საშუალება"
"სახალხო პარტიის" ლიდერი მამუკა გიორგაძე "ივერიონის" პრესკლუბში ბაჩო ახალაიას დღეს გავრცელებულ მიმართვას გამოეხმაურა და განაცხადა , რომ სწორედ მთავრობამ მისცა "ნაციონალებს" რეაბილიტაციის და გულისამაჩუყებელი წერილების გავრცელების საშუალება.
-"დღეს "ნაციონალური მოძრაობას" არ უნდა ჰქონდეს ასეთი იმიჯი მორგებული და მათ არ აქვთ აქციის ჩატარების და ციხეებიდან გულისამაჩუყებელი წერილების გამოგზავნის საშუალება. მათ არანაირი უფლება არ აქვთ გვესაუბრონ ჩვენ მორალზე იმ 9 წლიანი რეჟიმიდან გამომდინარე, რომელიც გამოიარა ქართველმა ხალხმა".