როგორც საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ქართულ ბიზნესს არ აქვს მოლოდინი, რომ მისგან სახელმწიფო სტრუქტურა ქრთამს მოითხოვს. აღნიშნული განცხადებით წულუკიანი ეხმაურება ინფორმაციას, რომლის თანახმად კორუფციის რისკების მიხედვით მსოფლიო ინდექსში საქართველო 197 ქვეყანას შორის მე-11 ადგილზეა.
"განსაკუთრებით სასიხარულოა ის, რომ სახელმწიფო სერვისების გამჭვირვალობის კუთხით, ჩვენ გვაქვს ერთერთი, დასავლეთ ევროპასთან შედარებითაც კი, საუკეთესო ადგილი და ქართულ ბიზნესს არ აქვს იმის მოლოდინი, რომ მისგან სახელმწიფო სტრუქტურა მოითხოვს ქრთამს და ეს არის ძალიან კარგი მაჩვენებელი.
რა თქმა უნდა, როცა ორ წელიწადში ახალი შეფასება ჩატარდება უკვე მეორედ, ჩვენ უნდა ვიშრომოთ იმისთვის, რომ ანტიკორუფციული უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში, რომ მე-11 ადგილიდან კიდევ დავწინაურდეთ",- განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
ცნობისთვის, კორუფციის რისკების მიხედვით მსოფლიო ინდექსში საქართველო 197 ქვეყანას შორის მე-11 ადგილზეა.