ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

ქართულ ბიზნესს არ აქვს იმის მოლოდინი, რომ მისგან სახელმწიფო სტრუქტურა ქრთამს მოითხოვს

ქართულ ბიზნესს არ აქვს იმის მოლოდინი, რომ მისგან სახელმწიფო სტრუქტურა ქრთამს მოითხოვს

    როგორც საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ქართულ ბიზნესს არ აქვს მოლოდინი, რომ მისგან სახელმწიფო სტრუქტურა ქრთამს მოითხოვს. აღნიშნული განცხადებით წულუკიანი ეხმაურება ინფორმაციას, რომლის თანახმად კორუფციის რისკების მიხედვით მსოფლიო ინდექსში საქართველო 197 ქვეყანას შორის მე-11 ადგილზეა.


"განსაკუთრებით სასიხარულოა ის, რომ სახელმწიფო სერვისების გამჭვირვალობის კუთხით, ჩვენ გვაქვს ერთერთი, დასავლეთ ევროპასთან შედარებითაც კი, საუკეთესო ადგილი და ქართულ ბიზნესს არ აქვს იმის   მოლოდინი, რომ მისგან სახელმწიფო სტრუქტურა მოითხოვს ქრთამს და ეს არის ძალიან კარგი მაჩვენებელი.
რა თქმა უნდა, როცა ორ წელიწადში ახალი შეფასება ჩატარდება უკვე მეორედ, ჩვენ უნდა ვიშრომოთ იმისთვის, რომ ანტიკორუფციული უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში, რომ მე-11 ადგილიდან კიდევ დავწინაურდეთ",- განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.


ცნობისთვის, კორუფციის რისკების მიხედვით მსოფლიო ინდექსში საქართველო 197 ქვეყანას შორის მე-11 ადგილზეა.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: