Trace International-ის TRACE Matrixინდექსში საქართველოს შედეგი დასტურია იმის, რომ ქვეყანაში ბიზნესის კეთება ძალიან მიმზიდველია, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.
"Trace International-ის TRACE Matrix ინდექსში, რომელიც ქვეყანაში ბიზნესთან დაკავშირებული კორუფციის რისკებს აფასებს, საქართველო მსოფლიოს 197 ქვეყანას შორის მე-11 ადგილზეა. საქართველოს წინ მხოლოდ ისეთი ქვეყანები უსწრებენ, როგორებიც არიან ირლანდია, კანადა, ახალი ზელანდია, ჰონგ-კონგი, შვედეთი, ფინეთი, სინგაპური, იაპონია, გერმანია და ამერიკის შეერთებული შტატები. ამასთან, კორუფციის რისკის მიხედვით საქართველო, გერმანია და აშშ ერთი და იგივე - 27 ქულით არის შეფასებული", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.