დიმიტრი ქუმსიშვილი: ქვეყანაში ბიზნესის კეთება ძალიან მიმზიდველია!

დიმიტრი ქუმსიშვილი: ქვეყანაში ბიზნესის კეთება ძალიან მიმზიდველია!

  Trace International-ის TRACE Matrixინდექსში საქართველოს შედეგი დასტურია იმის, რომ ქვეყანაში ბიზნესის კეთება ძალიან მიმზიდველია,  - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.

  "Trace International-ის TRACE Matrix  ინდექსში, რომელიც ქვეყანაში ბიზნესთან დაკავშირებული კორუფციის რისკებს აფასებს, საქართველო მსოფლიოს 197 ქვეყანას შორის მე-11 ადგილზეა. საქართველოს წინ მხოლოდ ისეთი ქვეყანები უსწრებენ, როგორებიც არიან ირლანდია, კანადა, ახალი ზელანდია, ჰონგ-კონგი, შვედეთი, ფინეთი, სინგაპური, იაპონია, გერმანია და ამერიკის შეერთებული შტატები. ამასთან, კორუფციის რისკის მიხედვით საქართველო, გერმანია და აშშ  ერთი და იგივე - 27 ქულით არის შეფასებული", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: