ივერიონი / ირაკლი ღარიბაშვილი დიდ ბრიტანეთს ეწვევა

ირაკლი ღარიბაშვილი დიდ ბრიტანეთს ეწვევა

 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დიდ ბრიტანეთს ეწვევა.

 ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მეთაური შეხვედრებს გამართავს გავლენიანი სარეიტინგო კომპანიების ხელმძღვანელებთან. დღეს ირაკლი ღარიბაშვილი Moody's, Fitch Rating-ის და Standard & Poor's-ის პრეზიდენტებს შეხვდება.

ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი  Financial Times--ს ექსკლუზიურ ინტერვიუს მისცემს.

საქართველოს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პრემიერ-მინისტრთან არსებული ეკონომიკური საბჭოს მდივანი რომან ჩხენკელი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე, დიდ ბრიტანეთს 25 ნოემბერს დატოვებს.

24-11-2014, 11:13
უკან დაბრუნება