ირაკლი ღარიბაშვილი დიდ ბრიტანეთს ეწვევა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დიდ ბრიტანეთს ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მეთაური შეხვედრებს გამართავს გავლენიანი სარეიტინგო კომპანიების ხელმძღვანელებთან. დღეს ირაკლი ღარიბაშვილი Moody's, Fitch Rating-ის და Standard & Poor's-ის პრეზიდენტებს შეხვდება.
ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი Financial Times--ს ექსკლუზიურ ინტერვიუს მისცემს.
საქართველოს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პრემიერ-მინისტრთან არსებული ეკონომიკური საბჭოს მდივანი რომან ჩხენკელი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე, დიდ ბრიტანეთს 25 ნოემბერს დატოვებს.