ივერიონი / თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმეს გრიფი "საიდუმლო" მოეხსნა

თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმეს გრიფი "საიდუმლო" მოეხსნა

   საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს ე.წ კაბელებთან დაკავშირებულ საქმეს გრიფი საიდუმლო მოეხსნა. განცხადება ამის შესახებ საქართველოს პროკურატურამ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

 

"შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა საიდუმლოების შესახებ კანონის საფუძველზე, პროკურატურისა და თავდაცვის სამინისტროს მიმართვის შემდეგ, დასაშვებად მიიჩნია გრიფის მოხსნა საქმეზე, გარდა იმ ნაწილისა, რომელიც შეიცავს ქვეყნის სამხედრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საიდუმლო ინფორმაციას", - აცხადებენ პროკურატურაში.

25-11-2014, 15:14
უკან დაბრუნება