თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმეს გრიფი "საიდუმლო" მოეხსნა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს ე.წ კაბელებთან დაკავშირებულ საქმეს გრიფი საიდუმლო მოეხსნა. განცხადება ამის შესახებ საქართველოს პროკურატურამ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
"შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა საიდუმლოების შესახებ კანონის საფუძველზე, პროკურატურისა და თავდაცვის სამინისტროს მიმართვის შემდეგ, დასაშვებად მიიჩნია გრიფის მოხსნა საქმეზე, გარდა იმ ნაწილისა, რომელიც შეიცავს ქვეყნის სამხედრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საიდუმლო ინფორმაციას", - აცხადებენ პროკურატურაში.