ივერიონი / მაყურებელი ტყუილად ელოდა ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობით ტოქშოუ "20/30"-ს

მაყურებელი ტყუილად ელოდა ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობით ტოქშოუ "20/30"-ს

   ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია "მოქალაქე" ავრცელებს ინფორმაციას, რომ  ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობით ტოქშოუ "20/30" სავარაუდოდ ახალი წლის შემდეგ გავა. გადაცემის გადადების მიზეზი არ არის განმარტებული.

   როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მიმდინარე თვის დასაწყისში ივანიშვილმა განაცხადა, რომ აპირებს მონაწილოების მიღებას ახალი საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემის მომზადებაში, რომელიც GDS-ზე გავიდოდა, სავარაუდოდ დეკემბერში.

   გადაცემას უკვე ჰყავს გენერალური პროდიუსერი-ვასილ მაღლაფერიძე, რომელმაც რადიო თავისუფლებასთან საუბარში დაადასტურა, რომ მაყურებელი გადაცემას "20/30" ახალ წლამდე იხილავდა.

   ვასილ მაღლაფერიძემ 28 ნოემბერს Media.Ge-ს განუცხადა, რომ გადაცემა 2015 წლის იანვრის ბოლოს გავა ეთერში და პრინციპული გადაწყვეტილება, რომ ეს გადაცემა მომზადდება, მიღებულია. მისივე თქმით, "20/30" GDS-ზე გავა. ვასილ მაღლაფერიძემ დასძინა, რომ გადაცემა მზადების პროცესშია, და რაიმე სახის  პრობლემები არ აქვთ. 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 27 ნოემბერს განაცხადა, რომ მან GDS-ის  განცხადების საფუძველზე კომპანიის კუთვნილი სამაუწყებლო ლიცენზიების მოდიფიცირების პროცესი დროებით შეაჩერა. GDS-მა ლიცენზიის მოდიფიცირების გადადების სურვილი ტექნიკური პრობლემებით ახსნა.

   წყარო media.ge

 

29-11-2014, 00:45
უკან დაბრუნება