მაყურებელი ტყუილად ელოდა ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობით ტოქშოუ "20/30"-ს
ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია "მოქალაქე" ავრცელებს ინფორმაციას, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობით ტოქშოუ "20/30" სავარაუდოდ ახალი წლის შემდეგ გავა. გადაცემის გადადების მიზეზი არ არის განმარტებული.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მიმდინარე თვის დასაწყისში ივანიშვილმა განაცხადა, რომ აპირებს მონაწილოების მიღებას ახალი საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემის მომზადებაში, რომელიც GDS-ზე გავიდოდა, სავარაუდოდ დეკემბერში.
გადაცემას უკვე ჰყავს გენერალური პროდიუსერი-ვასილ მაღლაფერიძე, რომელმაც რადიო თავისუფლებასთან საუბარში დაადასტურა, რომ მაყურებელი გადაცემას "20/30" ახალ წლამდე იხილავდა.
ვასილ მაღლაფერიძემ 28 ნოემბერს Media.Ge-ს განუცხადა, რომ გადაცემა 2015 წლის იანვრის ბოლოს გავა ეთერში და პრინციპული გადაწყვეტილება, რომ ეს გადაცემა მომზადდება, მიღებულია. მისივე თქმით, "20/30" GDS-ზე გავა. ვასილ მაღლაფერიძემ დასძინა, რომ გადაცემა მზადების პროცესშია, და რაიმე სახის პრობლემები არ აქვთ.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 27 ნოემბერს განაცხადა, რომ მან GDS-ის განცხადების საფუძველზე კომპანიის კუთვნილი სამაუწყებლო ლიცენზიების მოდიფიცირების პროცესი დროებით შეაჩერა. GDS-მა ლიცენზიის მოდიფიცირების გადადების სურვილი ტექნიკური პრობლემებით ახსნა.
წყარო media.ge