მთავრობის ადმინისტრაციაში კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. სხდომას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა, რომელსაც მინისტრები, მხარის რწმუნებულები და პარლამენტის წევრები დაესწრნენ.
"რეგიონების განვითარება ჩვენი ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტია, მომავალი წლიდან კიდევ უფრო მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს რეგიონული პროექტების ხელშეწყობას", - განცხადება ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის კომისიის სხდომაზე განაცხადა.
კომისიის სხდომაზე საუბარი შეეხო რეგიონული განვითარების საკითხებს, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე საგანმანათლებლო მიმართულებით.