ცხელი ამბავი

ირაკლი ღარიბაშვილი: რეგიონების განვითარება ხელისუფლების პრიორიტეტია!

ირაკლი ღარიბაშვილი: რეგიონების განვითარება  ხელისუფლების  პრიორიტეტია!

    მთავრობის ადმინისტრაციაში  კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. სხდომას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი  ხელმძღვანელობდა, რომელსაც მინისტრები, მხარის რწმუნებულები და  პარლამენტის წევრები  დაესწრნენ.

 

"რეგიონების განვითარება ჩვენი ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტია, მომავალი წლიდან კიდევ უფრო მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს რეგიონული პროექტების ხელშეწყობას", - განცხადება  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის კომისიის სხდომაზე განაცხადა.

 კომისიის სხდომაზე საუბარი შეეხო რეგიონული განვითარების საკითხებს, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე საგანმანათლებლო მიმართულებით.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: