ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით მიღებულ კანონპროექტში, გარკვეული პერიოდის შემდეგ ცვლილებების განხორციელება აუცილებელია. აღნიშნული განცხადება საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა გაკეთა.
"ჩვენი პოზიცია ცნობილია და თავიდანვე ვამბობდი, რომ შსს-ს გასაღები არ უნდა ჰქონოდა. ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ სისტემა უნდა შეცვლილიყო. სამწუხაროდ, დღევანდელი მონაცემები მეტ-ნაკლები ცვლილებით კვლავ იგივეა შენარჩუნებული. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, არ ვიყოთ კეთილი პოლიციელის იმედზე, არამედ იყოს კონკრეტული ცვლილება კანონმდებლობაში, რომელიც მომავალში უკანონო მოსმენებისგან დაგვიცავს", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.