უჩა ნანუაშვილი: ჩემი პოზიცია ცნობილია, შსს-ს გასაღები არ უნდა ჰქონოდა!
ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით მიღებულ კანონპროექტში, გარკვეული პერიოდის შემდეგ ცვლილებების განხორციელება აუცილებელია. აღნიშნული განცხადება საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა გაკეთა.
"ჩვენი პოზიცია ცნობილია და თავიდანვე ვამბობდი, რომ შსს-ს გასაღები არ უნდა ჰქონოდა. ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ სისტემა უნდა შეცვლილიყო. სამწუხაროდ, დღევანდელი მონაცემები მეტ-ნაკლები ცვლილებით კვლავ იგივეა შენარჩუნებული. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, არ ვიყოთ კეთილი პოლიციელის იმედზე, არამედ იყოს კონკრეტული ცვლილება კანონმდებლობაში, რომელიც მომავალში უკანონო მოსმენებისგან დაგვიცავს", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.