Iverioni
«    ოქტომბერი 2019    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 
ოქტომბერი 2019 (2)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
10-12-2014, 21:26
ნანახია: 4220

ამაღამ კიდევ ერთი ოჯახის ოცნება დაიმსხვრა

   რუსთავში, მე–11 მიკრორაიონში საერთო საცხოვრებლის ერთ ძალიან პატარა ოთახში პატარა ოჯახი ცხოვრობს. არა– ცხოვრობდა, რადგან ამ საღამოს ბინის პატრონი ცოლ–ქმარს წლინახევრის შვილთან ერთად ბინას დაატოვებინებს და კიდევ ერთი ოჯახი გაათევს ღამეს ღია ცის ქვეშ. 

   ლალი ბარათაშვილი და ელიზბარ შინდაგორიძე შვილთან ერთად ამ ბინაში ცხოვრობდნენ. ელიზბარს არავინ ჰყავს, ის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლში გაიზარდა. ლალის კი მხოლოდ დედა ეხმარება და მასაც არ აქვს საცხოვრებელი ფართი. ელიზბარი მშენებლობაზე მუშაობს, მაგრამ იქ აღებული ფული არაფერში არ ჰყოფნით, ამაღამ კი მათ საერთოდ წაერთვათ მომავლის იმედი.

   "ივერიონი" რუსუდან ხაჩიძეს ესაუბრა. ეს ის ქალბატონია, რომელიც ორ მეგობართან ერთად რუსთავში შეჭირვებულ ოჯახებს ეხმარება, თავად თუ ვერ შეძლეს, სხვებსაც ეხმიანებიან და ცდილობენ ცოტათი მაინც შეუმსუბუქონ ყოფა მათ. აი, რა მოგვიყვა რუსკამ.

   –"ეს ერთი ღამე ბინის პატრონმა ჩვენი თხოვნით დატოვა ოჯახი სახლში, მაგრამ ხვალ დილით ძალიან ადრე უნდა დაცალონ ბინა და არ ვიცი სად წავლენ. "სოს–სოფელს" დავუკავშირდით, მივწერეთ და პასუხი ჯერ არ მიგვიღია, ელიზბარმა თქვა მშენებლობაზე ერთი პატარა ჯიხური დგას, არავის არ სჭირდება, ვითხოვ იქნებ დროებით ვიცხოვროთო. წარმოიდგინეთ ამ ზამთარში იქ პატარა ბავშვი. ქირით რომ გავიდნენ, ვერ გადაიხდიან. არ ვიცი რით დავეხმაროთ".

"

   ივერიონი" მოუწოდებს ყველა იმ ადამიანს, რომელსაც შეუძლია ახალგაზრდა ოჯახის დახმარება, ნუ დარჩება გულგრილი და დაურეკოს ლალის 551 10 77 58.

   ჩვენ მივმართავთ რუსთავის მერიას, მაჟორიტარ დეპუტატს და გამგეობას, იქნებ გამოინახოს საშუალება ეს ცივი ზამთარი მაინც სადმე გამოიზამთროს ახალგაზრდა ოჯახმა.

   ჩვენ კი ხვალ აუცილებლად ჩავალთ რუსთავში და ადგილზე გავერკვევით მდგომარეობაში.

ქეთი მიქაძე