Iverioni
«    დეკემბერი 2017    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ნოემბერი 2017 (10)
ოქტომბერი 2017 (13)
სექტემბერი 2017 (4)
აგვისტო 2017 (7)
ივლისი 2017 (8)
ივნისი 2017 (9)
13-12-2014, 10:38
ნანახია: 7972

ლია რუსიაშვილი:-

   ამას წინათ გამაოგნებელ სტატიას წავაწყდი, გამაოგნებელს იმ მკრეხელური "აღმოჩენით",რომლის მსგავსიც დღემდე არც მსმენია, არც წამიკითხავს და რომელსაც ქვემოთ წარმოგიდგენთ...

   სტატიის ავტორის აზრით, თურმე:

   -"ისტორია იცნობს ტრანსგენდერ წმინდანებსაც. მაგალითად, 21 ოქტომბერს (ახალი სტილით) მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს ღირსი პელაგიას ხსენების დღეს. ღირსი პელაგია ანტიოქიელი მოცეკვავე იყო. იგი ქრისტიანად მოქცევის შემდეგ იერუსალიმში გაემგზავრა და ელეონის მთაზე დამკვიდრდა და მოღვაწეობდა, როგორც ბერი პელაგიუსი. ის ცხოვრობდა, როგორც მამაკაცი და გარდაცვალებამდე მისი ბიოლოგიური სქესის შესახებ ვერავინ შეიტყო. სწორედ ბიოლოგიურ სქესს რომ მიენიჭა უპირატესობა, ამიტომაც ვუწოდებთ მას პელაგიას და არა პელაგიუსს,სახელს, რომელიც მან აირჩია.

არც ბერი პელაგიუსის გენდერული იდენტობა 457 წელს, და არც საბი ბერიანის გენდერული იდენტობა 2014 წელს,მათი გარდაცვალების შემდეგაც არ ყოფილა აღიარებული. არადა, სიკვდილი, თუ მას საერთოდ შეუძლია რაიმე სიკეთის მოტანა, ზოგჯერ რეალური ცვლილებების საფუძველი ხდება..."

 

   რამდენადაც სიცრუეს მხილება სჭირდება და ამასთანავე,მსგავსი მაცდური წაქეზებებით ხდება გარკვეული კატეგორიის ადამიანთა მიუღებელი, არაბუნებრივი მიდრეკილებების სტიმულაცია (ნაცვლად მათი გაჯანსაღებისა), საჭიროდ ჩავთვალე ჩემი,როგორც მართლმადიდებელი ქრისტეანის პოზიციის გახმოვანება, თანახმად სწავლებისა -- "დუმილით ქრისტე გაიცემა", თუკი, "დუმილი თანხმობას უდრის"... 

სანამ ჩემს მოსაზრებას მოგახსენებდეთ ზემორე თავზარდამცემ განაცხადზე,აჯობებს, რომ ჯერ გავეცნოთ რეალურ ინფორმაციას ღირსი პელაგიას შესახებ:

 

   ღირსი პელაგია (+ დაახლ. 457)

   8 (21)ოქტომბერი

   ღირსი პელაგია ედესელმა ეპისკოპოსმა ნონემ (ხს. ყველიერის შაბათს) მოაქცია ქრისტიანობაზე. ნათლისღებამდე იგი პალესტინის ანტიოქიის მოცეკვავეებს ხელმძღვანელობდა, ძალიან მდიდარი იყო და თავაშვებულად ცხოვრობდა.

   ერთხელ მდიდრულად ჩაცმულმა პელაგიამ ჭაბუკებისა და ყმაწვილქალების გუნდთან ერთად ჩაიარა ტაძრის წინ, რომლის კარებთანაც მღვდელმთავარი ნონე იჯდა და ხალხს მოძღვრავდა. მორწმუნეებმა თვალი აარიდეს ქალაქში ცნობილ მეძავს, ნონე კი დიდხანს გასცქეროდა მას. წმიდანმა შემოკრებილებს მიანიშნა იმაზე, თუ როგორ გულმოდგინედ ზრუნავდა ეს ქალი საკუთარ გარეგნობაზე და სხეულის მორთვა-მოკაზმვაზე, თან მწუხარედ დაამატა, ჩვენ,ქრისტიანები ნაკლებად ვესწრაფვით ჩვენი სულების სინანულის ცრემლებით განბანას და სათნოებებით შემკობასო.

   ნონემ შეიცნო პელაგიას სულის სიმაღლე და შემდგომ თავის სენაკში დიდხანს ლოცულობდა წარწყმედისაგან მის დასახსნელად.

მეორე დღეს, როცა მღვდელმთავარი ამბიონიდან საშინელ სამსჯავროსა და ცოდვილთა და მართალთა სულების საუკუნო მისაგებელზე ქადაგებდა, ტაძარში პელაგია შევიდა. ნონეს სიტყვებმა ნეტარი ღვთის შიშით აღავსო, გულშემუსვრილი და აცრემლებული მიეახლა მას და ნათლისღება სთხოვა.მონანულის გულწრფელობაში დარწმუნებულმა ეპისკოპოსმა მონათლა პელაგია და თან იმ საცთურებისა და ბრძოლების შესახებაც ესაუბრა რომელიც წინ ელოდება სიწმინდისაკენ მიმავალ ყოველ ადამიანს.

ღამით დემონი წარსდგა პელაგიას წინაშე და ცდილობდა, იგი უწინდელი ცხოვრებისკენ მიბრუნებაზე დაეყოლიებინა, მაგრამ წმიდანმა ილოცა, პირჯვარი გადაისახა და ეშმაკიც გაქრა.ნეტარმა დედამ მთელი თავისი ქონება შეკრიბა და მღვდელმთავარს მიუტანა, ამ უკანასკნელმა კი ურჩია, საუნჯე გლახაკებისთვის დაერიგებინა: "გონივრულად დაიხარჯოსავად მოხვეჭილი". ამის შემდეგ პელაგიამ იერუსალიმს მიაშურა და ელეონის მთაზე დამკვიდრდა. აქ წმიდანი დაყუდებით მოღვაწეობდა ბერი პელაგიუსის სახელით და შვიდობით მიიცვალა დაახლოებით 457 წელს.

 

   როგორც ტექსტიდნ თვალნათლივ ჩანს, თურმე, პელაგიას სავსებით ჩვეულებრივ ქალად მიიჩნევდნენ:

   -" წმიდანმა შემოკრებილებს მიანიშნა იმაზე, თუ როგორ გულმოდგინედ ზრუნავდა ეს ქ ა ლ ი საკუთარ გარეგნობაზე და სხეულის მორთვა-მოკაზმვაზე..."

   "... ნეტარმა დედამ მთელი თავისი ქონება შეკრიბა და მღვდელმთავარს მიუტანა,.."

   ისმის კითხვა:

   მაინც რას ეყრდობა სტატიის ავტორის "აღმოჩენა" წმინდანის ტრანსგენდერობის შესახებ?

თურმე იმას, რომ მონანიების შემდეგ "პელაგიამ იერუსალიმს მიაშურა და ელეონის მთაზე დამკვიდრდა, სადაც, დაყუდებით მოღვაწეობდა ბერი პელაგიუსის სახელით.

ამაზეა ნათქვამი, სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოსო...

განა ასე ძნელია მიხვედრა, თუ რატომ დამკვიდრდა ღირსი პელაგია ბერი პელაგიუსის სახელით? ამგვარი მაგალითები ხომ არაერთი იცის ისტორიამ?

მაგალითად,ერთერთ პატერიკში აღწერილია მეფის ასულის გაპარვა სასახლიდან და მამათა მონასტერში მამაკაცის სახელით დამკვიდრება, რათა მშობლებს არ მიეგნოთ მისთვის...

   სულაც, ჩვენსავე ისტორიას გადავხედოთ: ახლო თუ შორეულ წარსულში, საომარ ველზე მამაკაცის სამოსში გადაცმულ ქალების გვამებს რომ პოულობდნენ--ალბათ, მათაც ტრანსგედერობას დააბრალებენ ლიბერასტები! სინამდვილეში კი, ამ ქალებმა ხომ მხოლოდ იმიტომ გადაიცვეს მამაკაცურად, რომ სამშობლოს დაცვაში ხელი არ შეშლოდათ და როგორც ქალები, უკან არ გაებრუნებინათ თავმოყვარე მეომრებს?

   ან ღირსი პელაგია რატომ დამკვიდრდა ბერ პელაგიუსის სახელით? იმიტომ, რომ "ტრანსგენდერი" იყო თუ იმიტომ, რომ ურიცხვ ყოფილ თაყვანისმცემელს დამალვოდა, რომლებიც მას, უეჭველია, არ მოასვენებდნენ და ძებნას დაუწყებდნენ ახლომახლო დედათა მონასტრებში? მაგრამ, ყველაზე უფრო რაც მაშფოთებს, ისაა, რომ ლიბერასტებმა მორიგი ბინძური შემოტევა წამოიწყეს მართლმადიდებლური სწავლებების, კანონიკის, ისტორიის წინააღმდეგ და ადვილი მისახვედრია, რომ ახლა თუ გაუვიდათ და საზოგადოება ამას დუმილით შეხვდა, მალევე მოჰყვება "ლესბოსელი წმინდანების", შემდეგ "მამათმავალი წმინდანების", შემდეგ კი "კანიბალი წმინდანების" და ასე უსასრულოდ--"აღმოჩენა"...

   მართლაცდა, საზღვარი არ აქვს ქრისტემოძულეთა შავბნელ ხრიკებს!

   დავამატებთ, რომ ისტორიამ დიახაც, იცის უამრავი ფაქტი, როდესაც მრავალგვარი ცოდვით დაცემული ადამიანები ცხონებულან-- ავაზაკები, ქურდები, მეძავები თუ მაგები, მაგრამ, ისინი ცხონდნენ არა იმ ცოდვებში დარჩენის გამო, არამედ, პირიქით-- მათგან რადიკალური განმიჯვნით და სპეტაკი, ღვაწლმოსილი ცხოვრებით!

   რაც შეეხება დღევანდელი დემო(ნ)კრატების აგორებულ ლოზუნგს-- "ყველა თავისუფალია თავის არჩევანში და უფლება აქვს იცხოვროს რიგირც სურს"-- სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ მათვე უნდა დაგვიკანონონ, თუ რა მოვიწონოთ და არა! ჩვენც თავისუფლები ვართ ჩვენს არჩევანში და შესაბამისად, არასოდეს:

   უზნეობას არ დავარქმევთ ზნეობას,

   არც, სიბილწეს--სიწმინდეს,

   არც, ცოდვისადმი მონობას--თავისუფლებას,

   არც, ქრისტესმტყუვრობას--ჭეშმარიტებას... 

   და თუკი ამ ყოველივესადმი განმიჯვნას ლიბერასტები "ადამიანებისადმი სიძულვილს" უწოდებენ, მაშინ ჩვენც დავიტოვებთ უფლებას, რომ მათ ანტიზნეობრივ, ანტიმართლმადიდებლურ და ანტიეროვნულ კამპანიებს ვუწოდოთ არა მარტო ადამიანებისადმი, არამედ ჩვენი წინაპრებისადმი, ტრადიციებისადმი და სარწმუნოებისადმი დაუფარავი ზიზღი და ცინიზმი, რაც, აუცილებლად უნდა დაფიქსირდეს კანონმდებლობაში, როგორც დასჯადი ქმედება!

   გვიმფარველოს დედაღვთისამ!