Iverioni
«    დეკემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
დეკემბერი 2019 (6)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
13-12-2014, 13:04
ნანახია: 994

პაატა დავითაია: შეიძლება, სიტუაციის გართულებაზე მიზნობრივად წავიდნენ!

"ევროპელი დემოკრატების" თავმჯდომარე პაატა დავითაია რუსეთის მიერ "ენგურჰესის" ხელში ჩაგდებასთან დაკავშირებით რამდენიმე ვარიანტზე საუბრობს და სამხედრო ჩარევასაც არ გამორიცხავს.

დავითაიას თქმით, რაულ ხაჯიმბას განცხადება სიგნალი იყო რუსეთიდან, რომ ისინი "ენგურჰესზე" კონტროლის ასაღებად და საქართველოსთვის პრობლემების შესაქმნელად  მზად არიან.

"შეიძლება, სიტუაციის გართულებაზე მიზნობრივად წავიდნენ, რათა "ენგურჰესმა" ენერგია არ გამოიმუშაოს და მაგალითად აფხაზეთს ელექტროენერგია მთლიანად კრასნოდარის მხარემ მიაწოდოს. ამით საქართველოს ენერგეტიკას სერიოზული კრიზისი შეექმნება და ავტომატურად ეს თემა მოლაპარაკებების  საგანი გახდება. ჩვენი მთავრობა კი მოლაპარაკებებში ძალიან სუსტია და მხოლოდ დათმობით პოლიტიკას ატარებს. მეორე ვარიანტი უფრო მძაფრია და არ გამოვრიცხავ, საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიის, სადაც მართვის პულტია, ოკუპაცია მოხდეს და ფაქტობრივად სრული კონტროლი აიღონ. მერე ქართულ მხარეს არც არაფერს დაეკითხებიან. მოვლენების ასეთი განვითარება მომავალში გამორიცხული არაა და ფაქტობრივად ამის დასაწყისი გააჟღერა ხაჯიმბამ იმიტომ, რომ ხაჯიმბას ნათქვამი "უნდა მოვილაპარაკოთ" სრული აბსურდია. ვერაფერს ვერ მოვილაპარაკებთ იმის გამო, რომ ამაზე წარმატებული შეთანხმება რაც არის "ენგურჰესზე", ფაქტობრივად აფხაზებს ელექტროენერგიას უფასოდ ვაძლევთ, ამაზე წარმატებული მიდგომა არ შეიძლება არსებობდეს", - განაცხადა დავითაიამ.


"ევროპელი დემოკრატების" თავმჯდომარის თქმით, მთავრობამ ყველა ეს საფრთხე უნდა გაითვალისწინოს და ამაზე მუშაობა უნდა დაიწყოს.

"ამ მიმართულებით მათ სპეციალისტებიც კი არ ჰყავთ. ეს არ იყო ხაჯიმბას განცხადება, ეს იყო რუსეთის მთავრობის მესიჯი, რომ ისინი "ენგურჰესზე" კონტროლის ასაღებად და საქართველოსთვის პრობლემების შექმნაზე მზადყოფნას გამოხატავენ. "ენგურჰესის" პროექტი, ახლანდელ მდგომარეობაში რაც არის, ყველაზე წარმატებულია აფხაზების და ქართველების თანამშრომლობის, რაც რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლებს არ აწყობთ", - განაცხადა დავითაიამ.