თემურ შაშიაშვილი: სწორედ მათ ბიზნესინტერესებს ეწირება ეროვნული საგანძური -საყდრისი!

თემურ შაშიაშვილი: სწორედ მათ ბიზნესინტერესებს  ეწირება ეროვნული საგანძური -საყდრისი!

ეს კატასტროფაა...აშკარად ჩანს,რომ საქართველოს მძიმე ამბები ელოდება წინ...ხალხის მოთმინების ფიალა არა თუ აივსო,დამახრჩობელი გახდა...აშკარაა,რომ ჩვენ შეგვექმნა ილუზია,რომ 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს საქართველოში ახალი ეპოქა დაიწყო.სინამდვილეში ,გარედან მართვადი ერთი პოლიტიკური ძალა შეცვალა იგივე ცენტრიდან მართვადმა მეორე პოლიტიკურმა ძალამ.ორთავეს მსოფლმხედველობა,პრაქტიკულად მსგავსია,ერთნაირად ანტიქართულია.ორთავეს აქვს ყალბი ეროვნული პათოსი,რომლის გამოც ბევრი ტყუვდება...ორთავე არნახული ოსტატობით თამაშობს დემოკრატიას,ორთავე სოციალური დემაგოგია,ორთავე ერთნაირად არის სავსე თაღლითებითა და მატყუარებით,ორთავეს ერთნაირად სძულს ქართული ცნობიერების მოღვაწეები,პოლიტიკოსები და პოლიტიკური ძალები,აშკარაა ,რომ მათი ბიზნესინტერესებიც თანხვედრილია.სწორედ ამ უკანასკნელს ეწირება ეროვნული საგანძური -საყდრისი.საერთოდ დღევანდელი საქართველო ეწირება გარედან მართვად პოლიტიკურ ძალებს.ქართულად მოქმედების დროა.გამოვფხიზლდეთ ყველანი,ვისაც შემოგვრჩა ქართული სული,ეროვნული ცნობიერება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: