მიხეილ გიორგაძე: საყდრისთან დაკავშირებულ დეტალებს უწმინდესს პირადად გავაცნობ!

მიხეილ გიორგაძე:  საყდრისთან დაკავშირებულ დეტალებს უწმინდესს პირადად გავაცნობ!

 როგორც საქართველოს კულტრისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ განაცხადა, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქთან საყდრისის აფეთქების დაგმობასთან დაკავშირებით შეხვედრას აპირებს.  აღნიშნულზე კულტურის მინისტრმა "იმედის კვირაში"  ისაუბრა.

 

"ჩემთვის უწმინდესის აზრს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და მე პირადად მას აუცილებლად გავაცნობ ამ საქმის დეტალებს. ასევე იმას, თუ რის საფუძველზე მიიღო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ეს გადაწყვეტილება, ობიექტისთვის ძეგლის სტატუსის გაუქმებასთან დაკავშირებით, შემდეგ რის საფუძველზეც ჩემი ბრძანება გამოიცა.

მინდა აღვნიშნო, რომ ეს გადაწყვეტილება სააგენტომ კანონით გათვალისწინებული ყველა ნორმის სრული დაცვით და მის ხელთ არსებულ დოკუმენტებზე დაყდნობით და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით.

ეს დოკუმენტური მასალები გახლავთ ის გეოლოგიური დასკვნები, რომელიც გააჩნია საბჭოს. ეს საკითხი ასევე გატანილი იყო ეროვნული მუზეუმის სამეცნიერო საბჭოზე და იქ იყო განხილული- განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: