Iverioni
«    მაი 2020    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
მაისი 2020 (10)
აპრილი 2020 (16)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
9-11-2012, 19:06
ნანახია: 3387

კოკა ყანდიაშვილი:

"მთელი ეს ნაცმოს "შაიკა" უნდა გასამართლდეს და სასამართლომ დაადგინოს მტყუან-მართალი". ეს განცხადება ჟურნალისტმა კოკა ყანდიაშვილმა facebook-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა.
 
"არ ვარ შემჩნეული რადიკალიზმში, მაგრამ "ნაციონალების" ყველა დეპუტატი გასასამართლებელი რომ არის, ამაში დარწმუნებული ვარ. ასევე უკანონო ბრძანებების შემსრულებლები და რიგი თანამდებობის პირები (ყოფილი და ამჟამინდელი) - მთელი ეს "ნაცმოს" "შაიკა" უნდა გასამართლდეს და სასამართლომ დაადგინოს მტყუან-მართალი.
ზოგადად მიმაჩნია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" უნდა აიკრძალოს საქართველოში. ასევე უპრიანი იქნება, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს ხელშეუხებლობის გარანტია კი არ მისცეს მთავრობამ, არამედ ერთი პრეცენდენტი მაინც დაიშვას, რომ ქვეყნის პირველი პირი გასამართლდა და ჩაჯდა ციხეში დანაშაულის გამო, რომელსაც ჩადიოდა წლების მანძილზე. მხოლოდ 2007 წლის ვითომ გადადგომა და მერე, კვლავ ვითომ გამარჯვება იქნება ამისათვის საკმარისი, რომ არაფერი ვთქვათ ჟვანიას ამბავზე, ან აგვისტოს ომზე. თუ ეს არ მოხდება, მაშინ, რას ესლით იმ ხალხისაგან, ვინც 9 წელი დაუსჯელად ბოროტმოქმედებდა ერისა და სამშობლოს წინაშე. აი, რას ელით, ეს მაინც აგვიხსენით!
ჟურნალისტები, ზოგადად მედია, სრული სერიოზულობით ცდილობს მოარგოს ოპოზიციის მანტია - ამ კრიმინალურ დაჯგუფებას, რომელიც ძლივს, სისხლის, წამების და გაუსაძლისი ბრძოლის შედეგად ავადღლიზეთ ხელისუფლებას.
ეს შეცდომაა!!!

"ნაცმო" არის კრიმინალური კლანი, რომელიც ძლიერია ფინანსურად, აქვს კავშირები საზღვარგარეთ და ცდილობს შეინარჩუნოს საქართველოში არსებული შემოსავლების წყარო. მათ შორის, აქვს გავლება არმიაზე, პოლიციაზე და სპეცსამსახურებზე, ასევე გაურკვეველი ურთიერთობები სხვა ქვეყნების (რუსეთი, ბელორუსი, თურქეთი, ისრაელი) ჯაშუშურ ორგანიზაციებთან.

მეგობრებო, ეს სისხლიანი რვაფეხა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ კვლავ ჩაიგდოს ძალაუფლება ხელში.

მოვითხოვ ახალ ხელისუფლებისაგან: მოაშორეთ საქართველოს ეს საშინელება, რაც შეიძლება მალე!!!

პატივისცემით კოკა", _ წერია მის განხცადებაში.