მაია ფანჯიკიძე ბრიტანეთის და ბულგარეთის ელჩებს შეხვდა

მაია ფანჯიკიძე ბრიტანეთის და ბულგარეთის ელჩებს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ დღეს შეხვედრა გამართა საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩთან ჯუდით გოფთან.


ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.


 ჯუდით გოფთან შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები, თანამშრომლობის პერსპექტივები და ევროკავშირთან და ნატო-სთან საქართველოს ურთიერთობები. საუბარი ასევე შეეხო მოახლოებულ ნატო-სა და ეუთო-ს მინისტერიალებს.


"შეხვედრის დასასრულს, გაერთიანებული სამეფოს მთავრობის სახელით, ჯუდით გოფმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიიწვია ლონდონში. მან წარმატებები უსურვა ახლადდანიშნულ მინისტრს და ბრიტანული მხრიდან მჭიდრო თანამშრომლობა აღუთქვა,"-ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.


დღესვე მაია ფანჯიკიძეს გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ჰქონდა საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან პლამენ ბონჩევთან.


ორმხრივი თანამშრომლობის საკითხების განხილვისას, განსაკუთრებული ყურადღება ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივების მიმოხილვას დაეთმო.


როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესცენტრი იუწყება, პლამენ ბონჩევმა კიდევ ერთხელ  დაადასტურა ბულგარეთის რესპუბლიკის მხარდაჭერა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: