ემზარ ჯგერენაია: იანვრიდან პროდუქტებზე ფასების მატება დარეგულირდება!

ემზარ ჯგერენაია: იანვრიდან პროდუქტებზე ფასების მატება დარეგულირდება!

იანვრიდან პროდუქტებზე ფასების მატება დარეგულირდება.  აღნიშნულზე ეკონომიკის ექსპერტმა ემზარ ჯგერენაიამ დღეს "რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე  იმ ფაქტორებზე ისაუბრა, რაც პროდუქტების ფასების მატებაზე ახდენს გავლენას.

"წინა წლებთან შედარებით, ერთი განსხვავებული მომენტია. იმის გამო, რომ დოლარი  მთელ მსოფლიოში საკმაოდ ჩქარი ტემპებით მყარდება,  ძირითად პროდუქტებზე - შაქარი, ხორბალი და ა.შ. ფასები ვარდება ყოველდღე. ეს არბილებს ინფლაციურ ზეწოლას საქართველოზე.
ზოგადად, კურსის მერყეობამ ფსიქოლოგიურად როგორ ჩამოაყალიბა სპეკულაციების მომენტები საქართველოში, კი ვიცით - უცებ იზრდება ისეთი პროდუქტების ფასი, რომლებიც იმპორტზეა დამოკიდებული. ამავდროულად, საახალწლოდ ხდება პროდუქტებზე ფასების მატება,  რაც ბუნებრივიცაა.  იანვრიდან  პროდუქტებზე ფასების მატება დარეგულირდება", - განაცხადა ემზარ ჯგერენაიამ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: