Iverioni
«    თებერვალი 2020    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
242526272829 
თებერვალი 2020 (5)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
9-11-2012, 20:27
ნანახია: 1298

ივანიშვილის პასუხი უგულავას:

სოციალურად დაუცველები კანონმდებლობით გათვალისწინებულ დახმარებას და კომპენსაციას მიიღებენ.


ამის შესახებ დღეს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ განაცხადა.


მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა გარანტიას იძლევა, რომ ყველა სოციალურად დაუცველი პირი მათთვის კანონმდებლობით გათვალისწინებულ დახმარებას და კომპენსაციას მიიღებს.


რაც შეეხება თბილისის მერის ქმედებას მთავრობის დღევანდელს სხდომაზე, თადუმაძის განმარტებით, მთავრობის რეგლამენტი ითვალისწინებს იმ პირთა ნუსხას, რომელსაც უფლება აქვს მთავრობის სხდომას დაესწროს, აღნიშნულ ნუსხაში კი ქალაქის მერი მითითებული არ არის.


"მიუხედავად ამისა, ქალაქის მერმა გადაწყვიტა, დარჩენილიყო დარბაზში და გარკვეული არეულობა შეექმნა, რა ფორმითაც მან თავისი პოზიციის დაფიქსირება და ძველი ტრადიციის გახსენება მოისურვა, რომ ის თურმე 15 წელია, ესწრებოდა მთავრობის სხდომებს. თუმცა მან მიიღო შესაბამისი მითითება პრემიერისგან, რომ ტრადიციები აღარ იქნება, აღარ იქნება უკანონობა და მთავრობა იმუშავებს იმ წესით, რომელიც კანონითაა დადგენილი", - განაცხადა თადუმაძემ.