გიორგი მარგველაშვილი: რეზოლუციაში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიების საკითხის ასახვა მნიშვნელოვანია!

გიორგი მარგველაშვილი: რეზოლუციაში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიების საკითხის ასახვა  მნიშვნელოვანია!

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროპარლამენტარებს რეზოლუციაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაფიქსირებისთვის მადლობას უხდის.

როგორც მარგველაშვილმა ევროპარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რეზოლუციაში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიების საკითხის ასახვა რეგიონში სტაბილიზაციის კუთხით მნიშვნელოვანია.

"მე მინდა, რომ გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და მადლობა გადავუხადო ჩემს მეგობარ ევროპარლამენტარებს ამ რეზოლუციის მიღებისთვის. ამ რეზოლუციაში საუბარი არის ბევრ საკითხზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობაზე და ტერიტორიულ სუვერენიტეტზე. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში არიან ბოლო ორი თვის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც რუსეთმა გააფორმა ე.წ. ხელშეკრულება აფხაზეთთან და ძალიან დიდი მადლობა რომ რეზოლუციაში ამ მომენტის ასახვა მოხდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია როგორც რეგიონში სტაბილიზაციისთვის, ასევე ჰუმანიტარული მომენტებზე", - განაცხადა მარგველაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: