Iverioni
«    ოქტომბერი 2018    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 
ოქტომბერი 2018 (6)
სექტემბერი 2018 (13)
აგვისტო 2018 (17)
ივლისი 2018 (12)
ივნისი 2018 (12)
მაისი 2018 (9)
18-12-2014, 23:20
ნანახია: 1994

საქართველო 2014 წელს: ხედვა აზერბაიჯანიდან

   აზერბაიჯანის ანალიტიკურმა გამოცემა "NewTimes"-მა გამოქვეყნა პროფესორ არასტ გაბიბეილის ანალიტიკური სტატია აზერბაიჯანისა და მისი მეზობლების მდგომარეობის შესახებ 2014 წლის განმავლობაში.

   საქართველოს შესახებ პუბლიკაციაში ნათქვამია:

   "2014 წელი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გამოდგა. ხელისუფლებიდან მიხეილ სააკაშვილის წასვლის შემდეგ ქვეყანა თავის საგარეოპოლიტიკურ კურსში უნდა გარკვეულიყო. საქართველოს წინაშე ორი დიდი ამოცანა იდგა: პროდასავლური პოლიტიკის გაგრძელება და რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება. რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობას, ამ ქვეყნის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირების შემდეგ მოსკოვთან [პოლიტიკური] დამოკიდებულების საკითხი დღესაც საკმაოდ ბუნდოვანად მოჩანს. საერთოდ, ფუნდამენტურ საგაგრეოპოლიტიკურ მიმართულებებთან დაკავშირებით პოზიციათა ერთიანობა მმართველ კოლიცია "ქართულ ოცნებაშიც" კი არ არსებობს. ამიტომაც შემთხვევითი არაა, რომ მმართველ კოალიციაში განხეთქილება მოხდა და მას ჩამოშორდა უკიდურესად პროდასავლურად განწყობილი ჯგუფი ირაკლი ალასანიას ხელმძღვანელობით.

   ახალ 2015 წელს საქართველო შიდაპოლიტიკური სტაბილურობის საფრთხეებითა და გაურკვევლობებით ხვდება. თბილისის მხრიდან ერთადერთი აბსოლუტურად მტკიცე და გარკვეული პოზიცია გამოხატულია აზერბაიჯან-საქართველო-თურქეთის სტრატეგიულ კავშირთან და ამ ფორმატში მიმდინარე ერთობლივი პროექტების რეალიზებასთან მიმართებით. ეჭვგარეშეა, რომ სამი სახელმწიფოს ურთიერთობა მტკიცე საფუძველს ემყარება. 2014 წლის განმავლობაში ამ მიმართულებით თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდა, სამმხრივ ფორმატში ჩატარდა პრეზიდენტების სამიტი, აგრეთვე საგარეო საქმეთა, თავდაცვის, ენერგეტიკის და ტრანსპორტის მინისტრების რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა"- აღნიშნულია სტატიაში. 

 

http://newtimes.az/ru/organisations/3241