Iverioni
«    ნოემბერი 2019    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
ნოემბერი 2019 (5)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
18-12-2014, 23:22
ნანახია: 975

   ჟურნალისტ გიორგი აბდალაძის ისტორია როგორც მიხეილ სააკაშვილის რეფორმების ბნელი მხარე

(შემოკლებით)

   "საქართველოში მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდს არაერთგვაროვნად აფასებენ. აშკარაა, რომ მან და მისმა თანაგუნდელებმა პოსტსაბჭოურ ნანგრევებში მყოფი ქვეყნიდან სახელმწიფო შექმნეს, რამდენიმე  რეფორმა მართლაც წარმატებით განახორციელეს. ამით უკრაინაში ისე აღფრთოვანებულები არიან, რომ მთავრობაში ყოფილი ქართველი ჩინოვნიკები მიიწვიეს, ქართული გამოცდილების გასაზიარებლად და განსახორციელებლად. 

მაგრამ მიხეილ სააკაშვილის ეპოქას მეორე მხარეც აქვს: მმართველობის დიქტატორული სტილი, ანგარიშსწორება მიუღებელი პოლიტიკოსების წინააღმდეგ, უბრალო მოქალაქეების აბუჩად აგდება, ადამიანის უფლებების უამრავი დარღვევა... სწორედ ამიტომ მიხო,  პრეზიდენტობის ვადის დასრულებისთანავე, იძულებული გახდა სასწრაფოდ წასულიყო ქვეყნიდან. ჩვენთან, უკრაინაში, ამ ფაქტების შესახებ ძალიან ცოტას ან საერთოდ არ ლაპარაკობენ, უფრო ხშირად აქცენტი საქართველოს ექს-პრეზიდენტის წარმატებულ რეფორმებზე გადააქვთ. მაგრამ ჩვენ მიხო სააკაშვილის საქმეების ბნელი მხარეც უნდა ვიცოდეთ, რომ იგივე არ გავიმეოროთ", - ნათქვამია პუბლიკაციის დასაწყისში, შემდეგ კი კორესპონდენტი ესაუბრება გიორგი აბდალაძეს, ე.წ. "ფოტორეპორტიორების საქმის" ფიგურანტს.

ეს მოხდა 2011 წლის ზაფხულში, როცა სახელმწიფოს ღალატისა და ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამი ცნობილი ქართველი ფოტოჟურნალისტი გიორგი აბდალაძე, ირაკლი გედენიძე და ზურაბ ქურციკიძე დააპატიმრეს. საქმე  ეხება 2011 წლის 26 მაისს თბილისში გამართული ოპოზიციური მიტინგის მხეცურ და ულმობელ დარბევას საქართველოს პოლიციის სპეცქვედანაყოფის მიერ, რასაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის ამსახველი ფოტოსურათები ზემოთ ჩამოთვლილმა ფოტოჟურნალისტებმა მსოფლიოს წამყვან საინფორმაციო სააგენტოებს გადასცეს. 

ბუნებრივია, ხელისუფლებას ეს არ მოეწონა და შედეგმაც არ დააყოვნა...

გიორგი აბდალაძე ვრცელ ინტერვიუში დეტალურად ჰყვება დაპატიმრების ფაქტს, პროკურატურის მიერ წაყენებულ ცრუ ბრალდებებს, მძაფრ ფსიქოლოგიურ ზეწოლას არჩადენილი დანაშაულის აღიარების მიზნით.... 

   ინტერვიუს დასასრულს ყოფილი პატიმარი ამბობს: "იცი, რისთვის გიყვებით ამ ყველაფერს? თქვენთან, უკრაინაში, ყოფილ ქართველ ჩინოვნიკებს სამინისტროებში თანამდებობებზე ნიშნავენ. მე ამ ადამიანების მიმართ ცუდს ვერ ვიტყვი, მაგრამ როგორც ამბობენ, მიხეილ სააკაშვილს თავისი შტაბი კიევში გადაუტანია. ეს ძალიან ცუდია. გამოაგდეთ კიევიდან! თუ იგი თქვენს ხელისუფლებას რჩევებს მისცემს, თქვენთან დიქტატურა დამყარდება, როგორც ეს საქართველოში მოხდა. განა ამისთვის იბრძოდნენ უკრაინელები მაიდანზე? განა ამისთვის იბრძვით ანტიტერორისტულ ოპერაციაში?".

   პუბლიკაციის დასასრულს სათაურით "განსხვავებული აზრი" კომენტარს აკეთებს მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლი, საქართველოს პარლამენტის წევრი მიხეილ მაჭავარიანი: 

   "დავიწყოთ იქიდან, რომ მიხეილ სააკაშვილი უკვე ორი წელია საქართველოს პრეზიდენტი აღარ არის, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში პროკურატურას ე.წ. "ფოტორეპორტიორების საქმეზე" გრიფი "საიდუმლოდ" ჯერ არ მოუხსნია. არავინ იცის, რა დევს შიგ. დავსვათ კითხვა: რატომ? იქნებ მართლაც სწორი იქნება, რომ ამ საქმის ხელახალი გამოძიების შედეგებს დაველოდოთ? საერთოდ, დღეს ჩვენთან ძალიან მოდაში შემოვიდა "ნაციონალების" შესახებ ყველანაირი სისაძაგლის ლაპარაკი. რატომღაც დაივიწყეს, როგორ მდგომარეობაში მივიღეთ სახელმწიფო და როგორ ავაშენეთ რეფორმების წყალობით. სხვათა შორის, იმ ფაქტმა, რომ ჩვენი გუნდის პროფესიონალები უკრაინის მთავრობაში სამუშაოდ მიიწვიეს, სააკაშვილის მოწინააღმდეგეები პირდაპირ გააცოფა... კარგია, რომ თქვენ ქართულე ნაზე კითხვა არ შეგიძლიათ, - იცინის მიხეილი, - თორემ ჩვენს შესახებ ისეთ რაღაცეებს წაიკითხავდით... ასე რომ, მოდით, ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გავაკეთებთ".