ირაკლი ღარიბაშვილი: ხელისუფლება მზად არის, რომ რუსეთის ხელისუფლებასთან შეხვედრა შედგეს!

ირაკლი ღარიბაშვილი: ხელისუფლება მზად არის, რომ რუსეთის ხელისუფლებასთან შეხვედრა შედგეს!

 ხელისუფლებას აქვს პრინციპულად ჩამოყალიბებული მზაობა, რომ რუსეთის ხელისუფლებასთან შეხვედრა შედგეს, მაგრამ როდის, როგორ და რა ფორმატით შედგება, ამას სჭირდება კარგი მომზადება, აღნიშნული  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვლადიმირ პუტინთან შესაძლო შეხვედრის თაობაზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.


"შეხვედრა უნდა იყოს მიმართული კონკრეტულ შედეგზე. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ მზაობას, რომ ასეთი შეხვედრისთვის საქართველოს მთავრობა, რომელიც არის გადაწყვეტილების მიმღები, მიიღებს მონაწილეობას და პირადად მეც მივიღებ მონაწილეობას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: