მანანა კობახიძე: ხელისუფლება მედიას არ აკონტროლებს და ვერც გააკონტროლებს!

მანანა კობახიძე: ხელისუფლება მედიას არ აკონტროლებს და ვერც გააკონტროლებს!

საქართველოს ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძე ტელეკომპანია "მაესტროში" მიმდინარე ვითარებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ხელისუფლება არანაირად არ აკონტროლებს  ამ პროცესებს და ვერც გააკონტროლებს.

 

"მფლობელი შეიცვალა თუ რაიმე პოლიტიკა იცვლება, ჩემთვის ეს უცნობია. ეს არის მათი შიდა საქმე. როგორც მე არ შემიძლია, ვიცოდე, რა ხდება "რუსთავი 2"-ში და როგორ განსაზღვრავს სარედაქციო პოლიტიკას ნიკა გვარამია, ვის მოიწვევს, ვის გაუშვებს, რომელ საათზე გაუშვებს "კურიერს". ეს შემიძლია, მე ვიცოდე? რა თქმა უნდა, იგივეა "მაესტროსთან" დაკავშირებით. ხელისუფლება არანაირად არ აკონტროლებს ამ პროცესებს და ვერც გააკონტროლებს", - განაცხადა მანანა კობახიძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: