შეუთანხმებელი რჩება მთავარი საკითხი, თუ რა ხანგრძლივობით უნდა განთავსდეს რეკლამა ეთერში

შეუთანხმებელი რჩება მთავარი საკითხი, თუ რა ხანგრძლივობით უნდა განთავსდეს რეკლამა ეთერში

   მაუწყებლის შესახებ შესატან ცვლილებებსა და მასში არსებულ სადავო საკითხებზე მსჯელობა გაგრძელდება დღეს საკანონმდებლო ორგანოში, დოკუმენტს კი პირველი მოსმენით რიგგარეშე სხდომაზე უყრიან კენჭს.

   შეუთანხმებელი რჩება მთავარი საკითხი, თუ რა ხანგრძლივობით უნდა განთავსდეს რეკლამა ეთერში.

   დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, რეკლამა კერძო ტელეკომპანიებში ერთ საათში 20%-ს არ უნდა აღემატებოდეს და საათში მხოლოდ 12 წუთი უნდა იყოს.2019 წლიდან კი ის 15%-ით უნდა განისაზღვროს.

   კერძო კომპანიების წარმოამდგენლეთა აზრით, ცვლილება სამი წლის განმავლობაში უნდა ამოქმედდეს, რადგან მომავალი წლის სარეკლამო ბიუჯეტები თითქმის ყველა კომპანიაში უკვე დაგეგმილია.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: