Iverioni
«    სექტემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
აპრილი 2019 (9)
24-12-2014, 12:10
ნანახია: 611

ცაცო თაბაგარის მადლობა ელისო ჩაფიძეს და თამარ სანიკიძეს

  ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროში 80 წლის სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი პენსიონერი, დაუძლურებული, დამსახურებული პედაგოგის ქალბატონ ცაგო თაბაგარის წერილი შევიდა, რომელიც ქალბატონი მადლობას უხდის საქართველოს პარლამენტის დეპუტატ ელისო ჩაფიძეს და განათლების და მეცნიერების მინისტრ თამარ სანიკიძეს თავისი ობოლი შვილიშვილის უმაღლესი განათლების, სწავლის საფასურის დაფინანსებისთვის. წერილს უცვლელად გთავაზობთ:

 

   "საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ქალბატონ თამარ სანიკიძეს!

 

   ქალბატონო თამარ, გილოცავთ დამდეგ ახალ წელს, გისურვებთ ჯანმრთელობას და ხანგრძლივ სიცოხლეს, დიდ წარმატებებს, როგორც პირად ცხოვრებაში ისე საზოგადოებრივ საქმიანობაში. ძალიან გამახარეთ ჩემი დედ-მამით ობოლი ბავშვის ხატია თაბაგარის, რომელიც სწავლობს ი.ჭავჭავაძის სახ. უნივერსიტეტში ბიზნესადმინისტრირების ფაკულტეტზე, სწავლის ქირის დაფინანსებით. სულ გახარებული იყავით ყველა კარგებით. 

   ძალიან დიდი მადლობელი ვარ ქალბატონი ელისო ჩაფიძის (ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატის) ძლივს გავბედე და მივედი მასთან და ვთხოვე თქვენთვის გადმოეცა ჩემი გასაჭირი, მან ძალიან თბილად მიმიღო, გულისხმიერებით მომისმინა და დამპირდა თქვენთვი გადმოეცა ჩემი მდგომარეობა. 

მე ვარ 80 წლის, სიარულიც არ შემიძლია და კიდევ და კიდევ გლოცავთ სულით და გულით."