Iverioni
«    ივლისი 2020    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
ივლისი 2020 (3)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
აპრილი 2020 (16)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
24-12-2014, 12:25
ნანახია: 639

საპარლამენტო დელეგაციებში ოპოზიციის კვოტები  გადანაწილდება

"თავისუფალი დემოკრატების" დამოუკიდებელ, ოპოზიციურ საპარლამენტო ფრაქციად ჩამოყალიბების შედეგად პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციების შემადგენლობაც იცვლება. საკითხი გუშინ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განიხილეს, რომელშიც ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმაც მიიღეს მონაწილეობა.
 აღნიშნულ დელეგაციაში საპარლამენტო უმცირესობისათვის განსაზღვრული იყო ორი ადგილი, რომელიც ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებს ეჭირათ. დელეგაციის ახალ შემადგენლობაში კი, ოპოზიციის კვოტას ერთი წარმომადგენლით ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატები" დაიკავებს.
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა კონსულტაციების გასამართად საკითხის გადადება მოითხოვეს, რასაც კომიტეტის წევრები არ დაეთანხმნენ და დელეგაციების შემადგენლობის წარმოდგენილ ვარიანტს უყარეს კენჭი.
 ამჟამად მოქმედი 15-წევრიანი კომიტეტების შემადგენლობა 17 პარლამენტის წევრით, ხოლო 17-წევრიანი კომიტეტების შემადგენლობა კი 19 წევრით განისაზღვრა.