ლევან ბერძენიშვილი: "ის რაც საყდრისზე მოხდა, სრული კატასტროფაა!"

ლევან ბერძენიშვილი: "ის რაც საყდრისზე მოხდა, სრული კატასტროფაა!"

 საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, ის, რაც საყდრისსზე მოხდა, სრული კატასტროფაა და პარლამენტი ამ საკითხს ასე არ დატოვებს. აღნიშნულზე ბერძენიშვილმა ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას ისაუბრა.


როგორც ბერძენიშვილმა განაცხადა,  საყდრისზე სამუშაოები აუცილებლად უნდა შეჩერდეს.
,,პარლამენტში ორი წინადადებაა შემოსული, ,,თავისუფალი დემოკრატების" და ,,ნაციონალების". არ ვიცი, იქნება თუ არა უმრავლესობის წინადადება ამ საკითხთან დაკავშირებით. შესაძლებელია ეს იყოს მუდმივმოქმედი კომისიის შექმნის თაობაზე, რომელიც კულტურის ძეგლების მიმართ დამოკიდებულობას შეისწავლის. ასევე წინადადება შეიძლება იყოს ის, რომ დაინიშნოს მომხსენებელთა ჯგუფი. ამას უყურადღებოდ ვერავინ დატოვებს. ის რაც მოხდა, არის კატასტროფა კულტურული თვალსაზრისით და ამაზე რაღაც რეაგირება პარლამენტს აუცილებლად ექნება", - აღნიშნა  ლევან ბერძენიშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: