Iverioni
«    თებერვალი 2020    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
242526272829 
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
10-11-2012, 17:24
ნანახია: 1897

ხვალიდან ყვითელი ავტობუსების მძღოლები აქციებს წყვეტენ?!

ავტობუსის მძღოლების 16 მოთხოვნიდან ერთის დაკმაყოფილება ვერ ხერხდება, ესაა მძღოლებისთვის ხელფასების გაორმაგება. მერიის განცხადებით, მძღოლების ხელფასის გაზრდა ცენტრალური ხელისუფლებიდან გამოყოფილი თანხის რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული.


ავტობუსის მძღოლების გაფიცვასთან დაკავშირებით, დღეს საკრებულოში სხდომა გაიმართა.

როგორც საკრებულოს წევრმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან", კოკი იონათამიშვილმა განაცხადა, "დღეს შეხვედრას ყველა პოლიტიკური პარტია ესწრებოდა, მძღოლების მოთხოვნები განხილვაშია და ნაწილი დაკმაყოფილებულია. ყველაზე პრობლემური ხელფასების საკითხია, ახალი ბიუჯეტის დამტკიცებისას ეს საკითხი მაქსიმალურად უნდა გავითვალისწინოთ".

 
"თითოეული მძღოლის სოციალური პირობების გაუმჯობესება ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. მძღოლების მიერ წამოყენებული საკითხები გადაწყვეტადია, ამიტომ ვთხოვთ მძღოლებს, დაუბრუნდნენ სამუშაოს", – განაცხადა თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა აკაკი ჯოხაძემ. მისი თქმით, წელს ხელფასების გაზრდა ფიზიკურად  შეუძლებელია,  ხოლო მომავალ წელს ხელფასების გადახედვა ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხაზეა დამოკიდებული, რომელიც, როგორც ცნობილია, 100 მილიონი ლარით უნდა შემცირდეს.
 
 
თბილისის მერი გიგი უგულავა ფიქრობს, რომ ხვალიდან თბილისში ავტობუსების მუშაობა ჩვეული რეჟიმით განახლდება: "მე იმედს ვიტოვებ, რომ ხვალიდან ავტობუსების მუშაობა აღდგება. ჩვენ გავაგრძელებთ თითოეულ საკითხზე მუშაობას,  ტექნიკური პრობლემები ძირითადად გადაწყვეტადია. რაც შეეხება ხელფასების გაზრდას, სატრანსპორტო კომპანიის, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურისა და პირადად ჩემს ინტერესშიც შედის, რომ ხელფასები მუდმივად  იზრდებოდეს. ამის ნათელი მაგალითი  თუნდაც ის იყო, რომ 2012 წელს ხელფასებმა 20%-ით მოიმატა", – განაცხადა უგულავამ.