Iverioni
«    ოქტომბერი 2018    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 
ოქტომბერი 2018 (5)
სექტემბერი 2018 (13)
აგვისტო 2018 (17)
ივლისი 2018 (12)
ივნისი 2018 (12)
მაისი 2018 (9)
26-12-2014, 16:01
ნანახია: 732

ზურაბ აბაშიძე:

ზნეობა მაშინ არ უნდა მოგაგონდეს კაცს, როცა ოპოზიციაში გადადიხარ, - ამის შესახებ  რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა.

"მოდით, კონსულტაციებს გავივლი მე "ნაციონალურ მოძრაობასთან", რადგან წინა ხელისუფლება სისტემატურად ხვდებოდა ბატონ პუტინსაც და რუსეთის ხელისუფლებასაც მოსკოვში. ხშირად ჩადიონდნენ დელეგაციები. 90-იან წლებში აფხაზეთში ეთნიკური წმენდა ჩატარდა და ეს ეუთო-მ რამდეჯერმე დაადასტურა თავის რეზოლუციებში. 300 ათასი კაცი გამოყარეს იქედან. ამის შესახებ მე მგონი წინა ხელისუფლებამ იცოდა და, თუ არ უნდოდა რუსეთის ხელისუფლებასთან კონტაქტები და საუბრები, არ უნდა შეხვედროდა. ზნეობა მაშინ არ უნდა მოგაგონდეს კაცს, როცა ოპოზიციაში გადადიხარ. მაშინ მოსკოვში შეხვდერები თურმე შეიძლებოდა და ახლა პრაღაში რომ შევხვდეთ, ეს არ შეიძლება. მაშინ შეიძლებოდა რუსეთისთვის მიგვეყიდა სტრატეგიული ობიექტები, ახლა თურმე პამიდვრის გაყიდვა ყოფილა კაპიტულაცია. მაშინ თურმე შეიძლებოდა ავიარეისებს ეფრინა, ახლა ეს ძალიან ცუდი ყოფილა. რა თქმა უნდა, ეს არ არის სწორი ლოგიკა", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.


გამოგონილია თემა, რომ საქართველო რუსეთთან დაკავშირებით საერთაშორისო ასპარეზზე თავშეკავებულია.


"არანაირი თავშეკავრებული პოზიცია არ არის. ეს არის გამოგონილი თემა. რადგან სახეს არ ვიპორჭყნით, გამოდის, რომ ეს არის მაამებლობა. შეგახსენებთ, როცა წინა ხელისუფლება მოვიდა სათავეში იყო მცდელობები რუსეთთან დიალოგის წარმართვისა. ჩვენ ვსაუბრობთ პრინციპულად ყველგან იმის თაობაზე, თუ რა არის ჩვენი პოზიცია ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. ამას ვაფიქსირებთ ყველგან, საერთაშორისო ორგანიზაციებში'', - აღნიშნა აბაშიძემ.