Iverioni
«    დეკემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
დეკემბერი 2019 (9)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
27-12-2014, 20:52
ნანახია: 1116

საყდრისზედ

   "სახალხო პარტია" განცხადებას ავრცელებს და პოლიტიკურ ძალებს მიმართავს.   

 

  -"რამოდენიმე დღეა, საინფორმაციო საშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია, ერთის მხრივ, "ნაციონალური მოძრაობის" და მასთან ასოცირებული სხვა პარტიების თუ არასამთავრობო ორგანიზაციებისა   და,   მეორეს მხრივ, "თავისუფალ დემოკრატების" შეხვედრებისა  და კონსულტაციების შესახებ. ასევე, დროში დაემთხვა პრეზიდენტ მარგველაშვილთან იგივე პოლიტიკური სუბიექტების შეხვედრები და კონსულტაციები. განსახილველი საკითხი საყდრისის აფეთქების ვანდალური ფაქტის შეფასებაა. 

     მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში გაუცნობიერებელმა ადამიანმა, შეიძლება, საქმის კეთების სურვილად ჩაუთვალოს აღნიშნულ პერსონებს ეს აქტიურობა და აღფრთოვანდნენ კიდეც "ქვეყნის ინტერესების დაცვაში" გამოვლენილი  ასეთი თავგამოდებისთვის, მით უმეტეს, რომ პრეზიდენტმა დაგვიანებით, მაგრამ მაინც მკაცრად უარყოფითი შეფასება მისცა ამ ფაქტს.    თუმცა გამოთქმა - ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს, - ისევ მართლდება. 

   "სამშობლოს ბედზე გულდათუთქულმა" შეთქმულებმა,  რომელთაც საყდრისის აფეთქებამდე ხელი არ გაუნძრევიათ მის დასაცავად (განსაკუთრებით ეს ითქმის პრეზიდენტზე, რომელსაც წლინახევრის განმავლობაში შეეძლო, მინიმუმ, ამ საკითხის შემსწავლელი კომისიის  შექმნა და ძეგლისთვის სტატუსის აღდგენისთვის  ზრუნვა),  უცებ განიცადეს მეტამორფოზა და ტელეარხები აღარ ჰყოფნით პროტესტისა და მკაცრი განცხადებების გასაკეთებლად - საპარლამენტო კომისიაც კი შექმნეს, რომლის დროში გაწელილი დასკვნა საყდრისის ბედზე ვეღარ იქონიებს გავლებას.  

      შეიძლება იფიქრო, აფეთქებამ აუხილა თვალი და ახლა მაინც მოვუწონოთ აქტიურობაო,  მაგრამ, ჯერ ერთი, მათი გულწრფელობა დამაჯერებელი რომ გამხდარიყო, ერთხელ მაინც უნდა მოეხადათ ბოდიში ადრინდელი, მინიმუმ, დანაშაულებრივი გულგრილობის გამო, რომელმაც ხელი შეუწყო უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის განადგურებას და ერთი მადლობა მაინც ეთქვათ იმ ხალხისთვის, რომლებიც რამოდენიმე თვის განმავლობაში  სიცივესა თუ სიცხეში, დარში თუ ავდარში იცავდნენ საყდრისს და, მეორე, არ ჩანს რა უნდათ -  საყდრისს იცავენ, საქმე გვაქვს ვითომ ოპოზიციური პარტიების მხრიდან აღნიშნული თემით იაფფასიან სპეკულირებასთან თუ საყდრისის დამანგრეველი კომპანიის ძველ და ახალ მეწილეებს შორის მიმდინარე ბრძოლაში არიან ჩართულნი?!  მართლა ქვეყნის ინტერესებს იცავენ თუ შიდასახელისუფლო კლანებს შორის მიმდინარე ბრძოლაში მონაწილეობენ?! 

    სამწუხაროდ, მათ არ მოსვლიათ აზრად და არც სურვილი გამოუხატავთ გადაედგათ მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გადასარჩენად ქმედითი ნაბიჯები    მიმდინარე უკანონო სამუშაოების  დაუყონებლივ შესაჩერებლად. სახელდობრ, როცა ფიზიკურად  ნადგურდება ეს ძეგლი და თითოეულ წუთს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, მთელი თავიანთი რესურსი  ორგანიზებული აქციის მეშვეობით მიემართათ სამუშაოების შესაჩერებლად,  ქართულ საზოგადოებას დასდგომოდნენ გვერდში თავად საყდრისში (როგორც ამას აკეთებდნენ სხვები მთელი წლის განმავლობაში) ან მისი ნგრევის გადაწყვეტილების მიმღები სახელმწიფო სტრუქტურის ფუნქციონირების შეზღუდვითა (ხელმძღვანელთა გადადგომამდე) და პარლამენტში სხვა საკითხების განხილვის ბოიკოტირების გზით ეიძულებინათ ხელისუფლება კომპრომისისკენ, მაგრამ, როგორც ჩანს, მათთვის საყდრისის გადარჩენა  კი არ არის მთავარი (კრინტსაც არ ძრავენ საყდრისის შეუსწავლელ ნაწილზეც),  არამედ ბრძოლა ძალაუფლებისა და საკუთარი კეთილდღეობისთვის! 

 გასათვალისწინებელია ისიც, რომ საყდრისზედ "მგლოვიარე" ზემოთნახსენები პოლიტიკური  ძალები პასიურნი არიან  მორიგი  ვანდალური აქტის მიმართ – ქარელის რაიონში  საავტომობილი გზის მშენებლობისთვის   საჭირო  ინერტული მასალების კარიერის  დამუშავებისას ძირფესვიანად მოითხარა  6 ათასი წლის წინანდელი შუმერულ კულტურაზე ადრინდელი "ბერი კლდეების" ყორღანები და განადგურდა იქ ჩამარხული არქეოლოგიური ნაშთები, როგორც ჩანს, აქ ინტერესების საკითხი გარკვეულია.

     ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, თავს უფლებას ვაძლევთ გავაფრთხილოთ ქართული საზოგადოება,  ზემოთ მოყვანილი შეხვედრა-კონსულტაციები და ქმედებები ძალიან ჰგავს ჩრდილოვანი კაბინეტის შექმნის მცდელობას შორს მიმავალი გეგმებით, ისევ და ისევ გამიზნულს საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად, მასში არაჯანსაღი     პოლარიზაციისა და ურთიერთდაპირისპირების გასაღვივებლად.  იდეებისა და ხედვების კონკურენტული გარემოს შექმნის ნაცვლად პროცესების ხელოვნური ესკალაციისკენ გადასამისამართებლად. 

   თავისთავად, კულტურული მემკვიდრეობის განადგურება უდიდესი დანაშაულია, მაგრამ ასევე არანაკლები დანაშაულია,  ძეგლის განადგურებისთვის შესაბამისი ქმედითუნარიანი წინააღმდეგობის არ გაწევა   და  ამ ვანდალური ფაქტის პირადი  და პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება. მოვლენების ასეთი მიმართულებით განვითარების შემთხვევაში პასუხისმგებლობა  დაეკისრება არა მარტო ამ  საეჭვოდ დაგვიანებული ინიციატივების ავტორებს, არამედ მთავრობასა და მმართველ უმრავლესობას, უნიათო ქმედებებისა და  პოლიტიკური ნების დეფიციტის გამო, როგორც დანაშაულში თანამონაწილესა და თანამზრახველს.