Iverioni
«    იანვარი 2020    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
31-12-2014, 19:44
ნანახია: 1380

დავით უსუფაშვილი:

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი  საქართველოს მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს:

"ახალ წელს გილოცავთ ყველას - ნაცნობს და უცნობს, თანამოაზრეს და ოპონენტს, მართალს და მტყუანს. ახალი 2015 წელი თითოეული ჩვენგანისთვის, განურჩევლად ჩვენი ვინაობისა და რაობისა, ღვთისგან ნაბოძები სიცოცხლის ერთი კონკრეტული მონაკვეთია. გისურვებთ ყველას, ახალ 2015 წელს გავცეთ მეტი სიყვარული, ვიყოთ მეტად თავისუფალნი და უფრო ღირსეულად გავუმკლავდეთ სიხარულსაც და განსაცდელსაც. თუ ამას შევძლებთ, ჩვენთან ერთად ჩვენი სამშობლოც წელში გაიმართება!", - აღნიშნულია პარლამენტის თავმჯდომარის მილოცვაში.