დღემდე უცნობი დარბაზული ტიპის სამლოცველო დავით გარეჯში

დღემდე უცნობი დარბაზული ტიპის სამლოცველო დავით გარეჯში

   კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკა ანთიძე, ძეგლის შეფასებისა და გადაუდებელი გამაგრებითი, გადარჩენითი სამუშაოების დაგეგმვის მიზნით, არქეოლოგებთან, არქიტექტურისა და კედლის მხატვრობის ექსპერტებთან ერთად, დღეს დავით გარეჯში ჩავა.

 

   -"დავით გარეჯის "დოდოს რქის" მონასტრის მთავარი ტაძრის აღმოსავლეთით, კლდეში, წმინდანთა გამოსახულებებით მოხატული, დღემდე უცნობი დარბაზული ტიპის სამლოცველო აღმოაჩინეს. 

   კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ცნობით, სამეცნიერო თვალსაზრისით, მსგავსი აღმოჩენა უპრეცედენტოა, რომელიც ადასტურებს, რომ მდიდარი მემკვიდრეობის მიუხედავად, ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობდა ისეთი ძეგლი, რომელიც ამ დრომე ისტორიულ და სამეცნიერო წყაროში აღნიშნული არ იყო.

   კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკა ანთიძე, ძეგლის შეფასებისა და გადაუდებელი გამაგრებითი, გადარჩენითი სამუშაოების დაგეგმვის მიზნით, არქეოლოგებთან, არქიტექტურისა და კედლის მხატვრობის ექსპერტებთან ერთად, დღეს დავით გარეჯში ჩავა"-წერს დეპუტატი თინა ხიდაშელი.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: