Iverioni
«    მარტი 2020    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
მარტი 2020 (15)
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
8-01-2015, 13:54
ნანახია: 1192

"მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში ცვლილება  შედის.  სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს პოლიტიკური საქმიანობის უფლება არ ექნებათ.

"მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" მოქმედი კანონის გათვალისწინებით, პარტიის წევრობა ეკრძალებათ სამხედრო ძალების, შინაგან საქმეთა ორგანოების, ფინანსთა სამინისტროს შესაბამის სამსახურის მოსამსახურეებს, პროკურორებსა და მოსამართლეებს.


პარლამენტში წარდგენილია საკანონმდებლო პაკეტი, რომლის მიღების შემდეგ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - სასჯელაღსრულების დეპარტამენტი ჩამოყალიბდება როგორც სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, პენიტენციური დეპარტამენტი.