Iverioni
«    მარტი 2020    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
მარტი 2020 (15)
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
8-01-2015, 14:11
ნანახია: 1165

სანდრო ბრეგაძე:-

   სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს:

 

   -"ზოგიერთი ე.წ.მეგობრისა და ე.წ.მოწინააღმდეგის გასაგონად!

   იმისათვის რომ განათდეს თქვენი ვითომ "წინწაწეული" გონება,რომელიც კარგადაა შეფუთული ვითომ პროგრესულად და სინამდვილეში სიბნელეს,რეგრესს და უინტელექტობის აპოგეას წარმოადგენს მსურს ერთხელ და სამუდამოდ განვაცხადო,რომ ჩემი პოლიტიკური მრწამსით გახლავართ ქართულად მოაზროვნე პოლიტიკოსი,რომელიც პატივს მიაგებს დასავლურ ღირებულებებს,ევროპულ დემოკრატიას,მაგრამ უმთავრესი გახლავთ ქართულ-ეროვნულ ტრადიციებზე დამყარებული იდეები,ცხოვრების წესი და მორალური ღირებულებები.ცალსახად მიმაჩნია,რომ ჭეშმარიტი(და არა გაუკუღმართებული)ქართული იდეოლოგია გახლავთ საფუძველი ქართული სახელმწიფოს შენებისა და მსოფლიო ცივილიზაციამ ბევრი დადებითი რამ შეიძლება მიიღოს ქართული იდეისგან.ბრმა მორჩილება და ყოველგვარი უკეთურობის გადაღება თუ კოპირება უცხო მორალურ-ზნეობრივი პრინციპებისა გახლავთ დამღუპველი ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის,ხოლო ყველა ის პოლიტიკოსი რომელიც სხვა ქვეყნის ინტერესების გამტარებელია ჩემს მიერ აღიქმება ანალოგად საბჭოთა ბოლშევიკებისა,რომელთათვისაც რუსეთის იმპერიის ინტერესები ქართულ ინტერესებზე მაღლა იდგა.ქართული იდეა გახლავთ ევროპული დემოკრატიისაკენ მიმავალ გზაზე უმნიშვნელოვანესი ასპექტი,რომელიც განავითარებს და დაიცავს საქართველოს ბევრი საშიშროებისგან."პატივცემულ ბნელებს","მოაზროვნე-ინტელექტუალების ქურქში გახვეულ რენეგატებს" და ქართული იდეის დაუძინებელ მტრებს მინდა მივმართო---არანაირი მნიშვნელობა არა აქვს რომელ პოლიტიკურ ფლანგზე იმყოფებით ფორმალურად,თქვენი ბრძოლით ქართულის წინააღმდეგ თქვენ ხართ რუსი ბოლშევიკებისა და სააკაშვილის ნაცების აქტიური მხარდამჭერები და თქვენი ადგილი პოლიტიკურ სანაგვეზეა,ეს კი აუცილებლად მოხდება.საქართველო,ქართული სახელმწიფო ქართულ იდეოლოგიაზე დაფუძნებული უნდა იყოს და ამ პროცესს ვერავინ ვერ შეაჩერებს!!!!!!!