Iverioni
«    მარტი 2020    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
მარტი 2020 (15)
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
8-01-2015, 16:12
ნანახია: 1693

ეკა სირაძე-დელონე:

 საფრანგეთში რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების საფრთხე არსებობს და ვითარება, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი ომში ჩართვის ტოლფასია. განცხადება ამის შესახებ საფრანგეთში საქარტველოს ელჩმა  ეკა სირაძე-დელონემ  გადაცემა "კურიერში"  ევროპულ ქვეყანაში ბოლო დღეებში გახშირებულ თავდასხმაზე ისაუბრა.


" ასეთი მაშტაბის ტერორისტული აქტი საფრანგეთში ძალიან დიდი ხანია არ მომხდარა. ეს იმ ფონზე როდესაც გუშინ გაკეთდა განცხადებები რომ რამდენიმე ტერაქტი იქნა თავიდან აცილებული. ვითარება ქვეყანაში დაძაბულია. ტერორისტების ეს ქმედება ნიშნავს რომ საფრანგეთი, ფაქტობრივად, ომში ჩაერთო,"- განაცხადა ეკა სირაძე-დელონემ.

შეგახსენებთ, გუშინ ფრანგული ჟურნალის "შარლი ებდოს" რედაქციაზე ტერაქტი განხორციელდა, რის შედეგადაც 12 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 7 დაიჭრა. დღეს პარიზის გარეუბანში ორმა პირმა პოლიციას ცეცხლი გაუხსნა.