Iverioni
«    აგვისტო 2019    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
აგვისტო 2019 (4)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
აპრილი 2019 (9)
მარტი 2019 (9)
10-01-2015, 15:59
ნანახია: 1727

მანანა ორბელიანი:-

   "ივერიონს" უფლებადამცველი მანანა ორბელიანი დაუკავშირდა და საყდრისის თემასთან დაკავშირებით წერილი მიაწოდა. თემის აქტუალურობიდან გამომდინარე წერილს უცვლელად გთავაზობთ.

 

   -"არ ვიქნები უფლის, კანონის, ხალხის და ზნეობის წინაშე ბოლომდე მართალი თუ ამ საკითხს არ დავაყენებ დროულად. ეხლა და აქ. "საყდრისი-ყაჩაღიანის" ზოგადსაკაცობრიო კულტურული ძგლის დანაშაულებრივი ნგრევა ამ წუთამდე მიმდინარეობს, დამნაშავე და დანაშაულში თანამონაწილე მთავრობის წევრები (ბატონი გიორგაძე) და პრემიერმინისტრი საპატრიარქოში სავარძელში მხართეძოზე წამოწოლილი, ამჯერად დაწყნარებული სახით და 3 წლის ბავშვივით ფართოთ გახელილი თვალებით ჩიჩილაკის სიმაღლით გაოცებული აგრძნობინებს საზოგადოებას, რომ საპატრიარქო კომპანია RMG- goldma შენაწირ-წილის სანაცვლოდ ჯიბეში ჩაისვა. ეს საკითხი საზოგადოებას აღელვებს და საპატრიარქომ საჭიროა პირუთვნელად დაადასტუროს მის მიერ უკვე არაერთგზის გაჟღეტებული პოზიცია, რომ  საყდრისის ნგრევა დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს და დამნაშავე პირები დაისაჯნონ. საპატრიარქოს ავტორიტეტის შერყევა საქართველოს საბოლოოდ გაანადგურებს.

   "შევიდე სახლსა შენსა, თაყვანი ვსცე ტაძარსა წმიდასა შენსა შიშითა შენითა". ნათქვამია დავითის ფსალმუნში. საყდრისი უფლის სხეულის სახელს ატარებს, იქედან გამომდინარეა და წარმოიდგინეთ რაოდენ დიდი იქნება ივერიის ღვმთისშობლის რისხვა, მის წინხვედრ ქვეყანაზე თუ მისი უგნური შთამომავლობა უფლის სხეულს სახელს ხელყოფს. ჩვენ ვიცით, ივერიის სასწაულმომქმედი ხატის ისტორიიდან ნაწყვეტები. არც იფიქროთ, რომ ხატი დავანდეს იმ სავანეში, რომელის ნაწილიც უფლის სხეულის სახელის ხელყოფის შენაწირით  ააგეს.

   თუ ვინმე ბოლომდე ამ საკითხში ვერ გარკვეულა მათ გასაგონად ვიტყვი,რომ   საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია სახელმწიფო რელიგიიაა . დღემდე მას კონკორდანტის შესაბამისად არ გადაცემია წართმეული ქონებები, "სახელმწიფო" დღემდე დამალობანას თამაშობს ამ საკითხში, რითაც აიძულებს ეკლესიას დაიყოლიოს შენა -წ ი- ლ.ზ.ე, როთაც კიდევ უფრო ამძიმებს საკუთარ დანაშაულს. 

ერისა და ბერის გასაგონად ვიტყვი: საყდრისი არ იყიდება! საყდრისი ფასდაუდებელია! რომელიც მთელი ერის საკუთრებაა აღმსარებლობისა, მოქალაქეობისა და ნაციონალობის მიუხედავად. მისი ნგრევა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და საპატრიარქომ ეს პოზიცია კიდევ ერთხელ მოარული ხმებისა და ეჭვების გასაყარწლებლად  უნდა დაადასუროს".