Iverioni
«    ნოემბერი 2017    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 
ნოემბერი 2017 (7)
ოქტომბერი 2017 (13)
სექტემბერი 2017 (4)
აგვისტო 2017 (7)
ივლისი 2017 (8)
ივნისი 2017 (9)
14-01-2015, 18:00
ნანახია: 823

ისრაელის მოკავშირეები და მოწინააღმდეგეები ახლო აღმოსავლეთსა და კავკასიაში

სტატიაში, რომელიც ისრაელის ტელეკომპანია „მე-9 არხის“ ვებ-საიტზეა გამოქვეყნებული, საუბარია ისრაელის სახელმწიფოს ურთიერთობებზე არაარაბულ ქვეყნებთან. პუბლიკაციაში იგი პასუხობს კითხვას, თუ რომელი ქვეყნები შეიძლება იყონ ისრაელის მოკავშირეები და მოწინააღმდეგეები ახლო აღმოსავლეთსა და კავკასიაში (ავტორი - ებრაელი იურისტი, პოლიტოლოგი მიხეილ პოგრებნოი).


გთავაზობთ ამონარიდს:
დღეს აზერბაიჯანს, როგორც მუსულმანურ არაარაბულ ქვეყანას, ისრაელის პოლიტიკური და ეკონომიკური წრეები ებრაული სახელმწიფოს „მოკავშირედ“ განიხილავენ და ამტკიცებენ - ყველა მუსულმანური სახელმწიფო ერთნაირი არ არისო... თუმცა ეს ყველაფერი ძალიან მიამიტობაა და აი, რატომ: ადრე ისრაელის მოკავშირე იყო ირანი, იყო თურქეთიც, მაგრამ ამ ქვეყნებში მომხდარი პოლიტიკური ელიტის ყოველი ცვლილება, ან საზოგადოებრივი აზრის განწყობის შეცვლა ისრაელთან მოკავშირეობის ყოველგვარ საფუძველს სპობს. ანუ ისლამური სამყაროს ქვეყნები შეიძლება გარკვეულ პერიოდში ე.წ. „ზომიერი“ პოლიტიკის გამტარებლები არიან, მაგრამ დგება დრო, როცა ამ ზომიერების კვალი აღარ რჩება...
მოკლედ, ვის შეიძლება ენდოს ისრაელი? ვინაა ჩვენი მეგობარი დღეს დიდ ახლო აღმოსავლეთში, ხმელთაშუაზღვისპირეთში, კავკასიაში და ვინ იქნება ხვალ?
უპირველეს ყოვლისა, ესენია ქრისტიანული საბერძნეთი და კვიპროსი, რომლებიც ისრაელს უხილავი ძაფებით აკავშირებენ ევროპასთან, ხმელთაშუა ზღვის გავლით და რომლებთაც მუსულმანურ თურქეთთან ხანგრძლივი ტერიტორიული კონფლიქტი აქვთ.
კავკასიაში - საქართველო, რომელთანაც ურთიერთობის სიმტკიცე დრომ გამოსცადა და რომელმაც თვითონაც თავის ისტორიაში მრავალჯერ იწვნია მუსულმანთა დაპყრობების სიმწარე... საერთოდ, ებრაელებისათვის რეგიონში ყველაზე უფრო პოტენციური მოკავშირეები ქრისტიანები არიან - არ აქვს მნიშვნელობა, რა კონფესიისა და მიმართულების. ისინი რადიკალურად განწყობილ ისლამურ საზოგადოებებში იჩაგრებიან.
ამიტომაც სწორედ ისრაელი უნდა გამოვიდეს იმ ძლიერ რეგიონულ ძალად, სამხედრო და პოლიტიკური თვალსაზრისით, რომელიც მფარველობას გაუწევს ახლო აღმოსავლეთში მცხოვრებ ქრისტიანებს. ებრაულ დემოკრატიულ, სამართლებრივ სახელმწიფოს ამის განსახორციელებლად ყველანაირი შესაძლებლობები გააჩნია. საჭიროა მხოლოდ ის, რომ ისრაელის სახელმწიფოს ლიდერებმა პოლიტიკური ნება გამოიჩინონ...

«ТВ 9 канал» (ისრაელი), 15 იანვარი, 2015 წელი
http://9tv.co.il/news/2015/01/14/194560.html