Iverioni
«    ივლისი 2020    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
ივლისი 2020 (4)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
აპრილი 2020 (16)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
16-01-2015, 20:57
ნანახია: 1198

გადააყენებენ თუ არა მურმან დუმბაძესა და

უმრავლესობა მურმან დუმბაძისა და "თავისუფალი დემოკრატების" საპარალამენტო თანამდებობებიდან გადაყენებისთვის ემზადება.

ამის შესახებ განცახდება უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ გააკეთა და თქვა, რომ პირად ურთიერთობებზე მაღლა საპარლამენტო რეგლამენტი და წესები დგას. საგანელიძის განცხადებით, "თავისუფალი დემოკრატების" თანამდებობებიდან გადაყენების საკითხს დღის წესრიგში საგაზაფხულო სესიის დაწყების შედეგ დააყენებს. საკითხზე თავდაპირველად საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში იმსჯელებენ. 

"ის კვოტები, რომელიც უმრავლესობისაა, ბუნებრივია, უნდა ჰქონდეს უმრავლესობას. დღეს დარღვეულია ეს ბალანსი და უმრავლესობის კვოტები ოპოზიციაში გადასული ფრაქციის წარმომადგენლებს აქვთ. ეს ეხება, როგორც ვიცე-სპიკერის, ასევე კომიტეტის თავმჯდომარეების თანამდებობებს. აქ პიროვნული საკითხები არ არის. თითოეული ეს ადამიანი ჩემი ძალიან ახლო მეგობარია და მათ პატივს ვცემ. მაგრამ აქ პირად სიმპათია-ანტიპათიაზე არ ვსაუბრობ. ვსაუბრობ იმ კვოტაზე და იმ წესებზე, რაც პარლამენტის რეგლამენტით არის განსაზღვრული. მეტიც, ალბათ დავაყენებ მეორე ვიცე-სპიკერის თემასაც. მართალია, ეს აჭარის დეპუტაციის გადასაწყვეტია, მაგრამ რეგლამენტი ამავე დროს ითვალისწინებს სხვა რეჟიმსაც," - განაცხადა დავით საგანელიძემ.