რა მოგვატყუა ნოდარ ხადურმა?

რა მოგვატყუა ნოდარ ხადურმა?

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, "ეკონომიკური განვითარების ცენტრის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე ფინანსთა სამინისტროს ტყუილში ამხელს და ხელისუფლებას უფრო გონივრული პოლიტიკის გატარებისკენ მოუწოდებს. უკვე თვეზე მეტია, ნოდარ ხადურის თაოსნობით, ქვეყნის ეკონომიკური გუნდი ცდილობს, ლარის გაუფასურება ბუნებრივ კატაკლიზმად წარმოაჩინოს და პასუხისმგებლობა ამით აიცილოს თავიდან. რა თქმა უნდა სახელისუფლებო ზღაპრების უკვე კარგა ხანია აღარავის სჯერა, მაგრამ მაინც, საინტერესოა რეალური მიზეზი, რამაც ისედაც გაღარიბებული ქვეყნის მოსახლეობა სიღატაკის ზღვრამდე მიიყვანა. 

 

რომან გოცირიძე საკუთარ "ფეისბუქის" გვერძე წერს, რომ ლარის გაუფასურების მთავარი მიზეზი არის დეკემბრის თვის ბოლოს ფულის მასის დიდი ოდენობით ზრდა. 

"ფინანსთა მინისტრს დღეს უთქვამს: ფინანსთა სამინისტროს და სახელმწიფო ბიუჯეტის მხრიდან, როგორც გასული წლის დეკემბერში, ასევე იანვარში მიმოქცევაში არსებული ფულის რაოდენობა შემცირდა, დეკემბერში 145 მილიონი დოლარით გაიზარდა ეროვნული ბანკის რეზერვი იმის გამო, რომ ბიუჯეტმა მიიღო ეს თანხა დოლარებში". 

სასცილო კომენტარია. თვითაღიარება!

 

ბიუჯეტმა მიიღო დაგვიანებული უცხოური სესხი 145 მილიონი დოლარის ოდენობით, მიყიდა ეროვნულ ბანკს. ბიუჯეტმა მიიღო 275 მილიონი ლარი. გაუშვა მიმოქცევაში. გაიზარდა ფულის მასა. ნაწილი ამ ფულისა წავიდა ვალუტის შესასყიდად ბირჟაზე. გაიზარდა დოლარის კურსი, ანუ გაუფასურდა ლარი. 

ეროვნულ ბანკს მართლაც გაეზარდა უცხოური ვალუტის რეზერვები. შეუძლია ხელახლა გამოიტანოს გასაყიდად და ლარი გაამყაროს. 

რატომ არ აკეთებს? იმიტომ რომ ნოემბრში დაკარგა რეზერვები და ივსებს. მასაც თავისი გეგმა აქვს. ინახავს უარესის მოლოდინში. თანაც მთავრობამ სესხი აიღო სავალუტო ფონდიდან და ვალდებულია რეზერვები არ ჩამოცდეს შეთანხმებულ ნიშნულს. 

ვინ ვერ გაიგო?:)_ წერს რომან გოცირიძე.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: