Iverioni
«    აპრილი 2020    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 
აპრილი 2020 (2)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
18-01-2015, 09:57
ნანახია: 870

ლევან იზორია: ქვეყანაში ტერორისტული საფრთხის თავიდან აცილების მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტრო ეფექტურ  ნაბიჯებს დგამს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ლევან იზორია აცხადებს, რომ ტერორისტული საფრთხის თავიდან აცილების მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტრო ეფექტურ ნაბიჯებს დგამს. მისივე თქმით უსაფრთხოების ყველა ზომებია იმისთვის, რომ თითოეული მოქალაქე ტერორისტებისგან იყოს დაცული.


 "საფრთხეები არსებობს თუმცა ამ გამოწვევების ადეკვატურად ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებებია გადადგმული და შემიძლია სრული პასუხისმგებლობით ვთქვა რომ უსაფრთხოების ყველა ზომებია იმისათვის რომ თითოეული მოქალაქე იყოს პონტენციური ტერორისტებისგან დაცული."- აცხადებს იზორია 

 

იზორია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა.

"სააკაშვილი საკუთარი განცხადებებით არადამაჯერებელი ხდება საქართველოს მოსახლეობის წინაშე და არამხოლოდ საქართველოს მოქალაქეების წინაშე, არამედ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების წინაშეც, რომლებმაც იციან თუ რას ვაკეთებთ ამ მიმართულებით. რაც შეეხება მეორე ტყუილს რომ ასეულობით არიან მოხალისეები წასული ესეც ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული, მინდა სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ ეს ასეულსაც არ შეადგენს. ლაპარაკია რამდენიმე ათეულზე. ეს არის კატეგორია რომელიც გადადის თურქეთში და ძალიან რთულია ამის იდენტიფიცირება. მათი აქტიურ ბრძოლაში ჩართვის დადასტურება პოსტფაქტუმ ხდება."- აღნიშნა ლევან იზორიამ.