Iverioni
«    იანვარი 2020    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
18-01-2015, 10:17
ნანახია: 919

არჩილ თალაკვაძე: თანამშრომლობა, რომელიც ევროპის ქვეყნებთან გვაქვს მნიშვნელოვანია

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ტერორიზმი გლობალური გამოწვევაა და საქართველო ამ თამაშის გარეთ არ არის, პირიქით, საქართველოც ამ ერთიანი საფრთხის წინაშეა. 

 

  "ტერორიზმი გლობალური გამოწვევაა და საქართველო ამ თამაშის გარეთ არ არის. პირიქით, საქართველოც არის ამ ერთიანი საფრთხის წინაშე.  ვფიქრობ, რომ ის თანამშრომლობა, რომელიც ჩვენ გვაქვს დასავლეთ-აღმოსავლეთ  ევროპის ქვეყნებთან, აშშ-სთან, ტერორიზმის, ასევე ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში, მნიშვნელოვანია და ვთანამშრომლობთ სრულად, რომ ეს საფრთხეები იქნას აღკვეთილი. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეების შესაძლო მონაწილეობას ამ პროცესში, ამასთან დაკავშირებით მთავრობას ინიცირებული აქვს კანონპროექტი, რომელიც ამკაცრებს რეგულაციებს და ვფიქრობ, რომ თუ პარლამენტი დაეთანხმება ამ ცვლილებას, ჩვენ გვექნება უფრო ზუსტი და კარგი საკანონმდებლო რეგულირება. ამასთან დაკავშირებით სამართალდამცავ ორგანოებსაც და შსს-საც გაუადვილდებათ, მსგავსი ფაქტები თავიდანვე აღკვეთონ",- განაცხადა თალაკვაძემ.