Iverioni
«    იანვარი 2020    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
იანვარი 2020 (1)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
18-01-2015, 18:50
ნანახია: 806

ლევან იზორია:უკანონო ფორმირებაში მონაწილეობის დასჯადობის ცვლილება კიევის ხელისუფლების იურისდიქციის ქვეშ მოქმედ ქართველებს არ შეეხებათ!

 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია განმარტავს, რომ უკანონო ფორმირებაში მონაწილეობის დასჯადობასთან დაკავშირებით ინიცირებული ცვლილება არ ეხება იმ ქართველებს, რომლებიც კიევის ხელისუფლების იურისდიქციის ქვეშ მოქმედებენ.


"ამან ერთგვარი გაუგებრობა გამოიწვია. არავითარ შემთხვევაში ეს არ ეხება კანონიერ ფორმირებებს და ის კითხვები და წუხილი, რომელიც გაჩნდა უსაფუძვლოდ, თითქოსდა ეს ეხება იმ ქართველებს, ვინც კიევის ხელისუფლების იურისდიქციის ქვეშ მოქმედებენ, საფუძველს არის მოკლებული. აქ საუბარია უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ უკანონო ფორმირებებზე და არავითარ შემთხვევაში იმ მოქალაქეებზე, ვინც ხელისუფლების გვერდით იბრძვის", - განაცხადა  ლევან იზორიამ.

იზორიამ განმარტა, თუ რა მიზეზით შედის სისხლის სამართლის კოდექსში ახალი, 312-ე პრიმა მუხლი.

"ბუნებრივია, გვქონდა ასეთი ქმედება, დასჯადი სისხლის სამართლის კოდექსით, როდესაც საქართველოს მოქალაქე თუ საერთაშორისო ტერორისტულ საქმიანობას ეწეოდა და საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციაში იყო გაწევრიანებული, მაგრამ ის აქტივობები, რომლებიც ახლა სირიასა და ჩრდილოეთ ერაყში ხორციელდება, ხშირ შემთხვევაში არ უკავშირდება კლასიკურად ტერორისტული ორგანიზაციების მცნებას. ამიტომ იმ პრაქტიკას ვიყენებთ, რომელიც საერთაშორისოდ არის მიღებული, სადაც ამ მცნებით, რასაც ჰქვია უკანონო ფორმირება, უკვე ყველა ტიპის ტერორისტული საქმიანობა იქნება მოცული. აქედან გამომდინარე, საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც უცხო ქვეყანაში უკანონო ფორმირებაში მონაწილეობას მიიღებს, ან გაუჩნდება სურვილი გაიაროს შესაბამისი წვრთნა, ან ვინმეს გადაიბირებს ასეთ ორგანიზაციებში მონაწილეობისთვის, დაისჯება 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთით", - განაცხადა ლევან იზორიამ.