Iverioni
«    ივნისი 2020    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 
ივნისი 2020 (3)
მაისი 2020 (13)
აპრილი 2020 (16)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
20-01-2015, 18:29
ნანახია: 1139

ირმა ინაშვილი: იური ვაზაგაშვილის მკვლელობა -  თითოეული ჩვენგანის გამოწვევაა!

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტს facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოწვევად აფასებს.

"იური ვაზაგაშვილის მკვლელობა - ეს არის თითოეული ჩვენგანის გამოწვევა. ეს არის ჩემი, ირმა ინაშვილის გამოწვევა, ია მეტრეველის გამოწვევა, ჯამბულ გამცემლიძის გამოწვევა, ყველა იმ ქართველის გამოწვევა, ვინც 2 წელია, სამართლიანობის აღდგენას და დამნაშავეების დასჯას მოითხოვს.

ჩვენი ქართული ოცნება არ ყოფილა შვილის საფლავზე ვაზაგაშვილის აფეთქება... ჩვენი ქართული ოცნება არ ყოფილა სადისტების და მანიაკების აღზევება... ჩვენი ქართული ოცნება არ ყოფილხართ თქვენ, ვინც 2 წელია, კოჰაბიტაციის პროგრესულობასა და სიკეთეში გვარწმუნებდით. მეტს გეტყვით, ვაგაზაშვილით არ დასრულდება. გაგრძელდება. ვინ იცავს ჩვენს საზოგადოებას გაექსპერტებული მკვლელებისაგან? გაპოლიტიკოსებული "ზონდერებისაგან"? თანამდებობებზე დაწინაურებული ნაცისტებისგან? დატოვეთ ხელისუფლება, დანიშნეთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები!" - წერს ინაშვილი.