ბიძინა ივანიშვილი: საქართველოს გზა არის ევროპა!

ბიძინა ივანიშვილი: საქართველოს გზა არის ევროპა!

ქვეყნის საგარეო კურსი არ შეიცვლება, რადგან საქართველოს გზა არის ევროპა და ევროატლანტიკური სივრცე.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპუისთან სეხვედრისას გააკეთა.

შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსანდრე პეტრიაშვილი ესწრებოდნენ.

მხარეებმა ევროპული ინტეგრაციის საკითხები განიხილეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა და ჰერმან ვან რომპუიმ მედიის წარმომადგენლებისთვის განცხადება გააკეთეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყნის საგარეო კურსი არ შეიცვლება, რადგან საქართველოს გზა არის ევროპა და ევროატლანტიკური სივრცე. თავის მხრივ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა კმაყოფილება გამოთქვა იმ ფაქტის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილი პირველი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელს ეწვია.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: